ვიზიტი ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში
26 აპრილს დავითიანნთან არსებული კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტი იმყოფებოდა კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სადაც შევხვდით ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის წარმომადგენლებს. ვისაუბრეთ მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ. უდავოა ის ფაქტი, რომ რამდენიმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს სასწრაფოდ ესაჭიროება რესტავრაცია. სწორედ ეს საკითხი აღელვებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასაც, რომელთა დახმარებითაც შევძელით მონასტრამდე მიღწევა და ამისათვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდით მათ. მოვინახულეთ საჩინოს მონასტერი და ადგილზე შევისწავლეთ ტაძრის ამჟამინდელი მდგომარეობა. მდგომარეობა საგანგაშოა, მონასტერი შველას ითხოვს. XIV–XV საუკუნეების იშვიათ არქიტექტურულ ნაგებობას განადგურება ემუქრება. ასევე შევხვდით ახმეტის მუნიციპალიტეტის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს. შეხვედრაზე ვისაუბრეთ კულტურულ მემკვიდრეობის და გარემოს დაცვის საკითხებზე. შევთანხმდით ვითანამშრომლოთ და ერთობლივად განვახორციელოთ პროექტები.
May
01
Comments are closed.