დავითიანნი | DBR კვლევის წარდგენა
2683
post-template-default,single,single-post,postid-2683,single-format-standard,ajax_fade,page_not_loaded,,select-theme-ver-3.4,wpb-js-composer js-comp-ver-4.12.1,vc_responsive
 

DBR კვლევის წარდგენა

DBR კვლევის წარდგენა

17 მაისს, პარასკევს, 14:00 საათზე, შ. რუსთაველის 21 ნომერში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დარბაზში (I სართულზე), შედგება Doctrina Business Review (DBR) კვლევის წარდგენა თემაზე სოციალური დეპრესიის ინდექსი. პრეზენტაციაზე დაფიქსირდება სოიციალური დეპრესიის ინდექსის მაჩვენებლები საქართველოსთვის და მისი მეზობელი ქვეყნებისთვის (აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, თურქეთი).
კვლევის მიზანი იყო დაგვედგინა ინფლაციისა და უმუშევრობის დონეებიდან გამომდინარე რა მდგომარეობა იყო საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში 2004-2012 წლებში და გაგვეკეთებინა პროგნოზი 2013 და 2014 წლებისთვის. მიღებული შედეგების საფუძველზე გამოვლინდა სოციალური დეპრესიის ინდექსის ყველაზე დაბალი და ყველაზე მაღალი მაჩვებელების მქონე ქვეყნები და დაფიქსირდა კრიტიკული პერიოდები. მაგალითად, ყველაზე ცვალებადი მაჩვენებლები აღინიშნებოდა რუსეთში, ხოლო ყველაზე კრიტიკულად მოცემულ ქვეყნებში 2008 წელი დაფიქსირდა.
Doctrina Business Review – წარმოადგენს ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზის “DOCTRINA”-ს ეკონომიკისა და ბიზნესის კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრს, რომელიც ყოველკვირეულად ატარებს კვლევებს მიკრო-მაკრო ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში და წარუდგენს შედეგებს მას-მედიასა და ამ საკითხებით დაინტერესებულ საზოგადოების ნაწილს. Doctrina Business Review-ს ექსპერტთა ჯგუფი ბაზრის კვლევებს სხვადასხვა მიმართულებით აწარმოებს. უახლოეს მომავალში ინფორმაციები უკვე დინამიკაში იქნება საზოგადოებისთვის მიწოდებული, რაც ბაზარზე არსებულ სხვადასხვა საინტერესო პროცესებზე უფრო ნათელ წარმოდგენას შექმნის. DBR წარმოადგენს და აქვეყნებს საინტერესო ტენდენციებს, ინდექსებს, რეიტინგებს, რეკომენდაციებსა და პროგნოზებს.