დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“
დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“ დავით აღმაშენებლის ეპოქაში ქართველ ხალხს მაღალი სახელმწიფოებრივი და კულტურული იდეალების განხორციელება ხვდა წილად. საქართველომ თავი დააღწია დამპყრობთა მოძალადეობას, შემოიმტკიცა თავისი ტერიტორია და არა მარტო უზრუნველყო მისი სრული შეუვალობა, არამედ მთელი კავკასიის ცენტრად იქცა. საქართველოს დიდება, მისი კულტურულ-მატერიალური აღმავლობა საგრძნობი გახდა მახლობელი აღმოსავლეთის...