დავითიანნი | მცირე პროექტების კონკურსი ახალგაზრდებისათვის
3279
post-template-default,single,single-post,postid-3279,single-format-standard,ajax_fade,page_not_loaded,,select-theme-ver-3.4,wpb-js-composer js-comp-ver-4.12.1,vc_responsive
 

მცირე პროექტების კონკურსი ახალგაზრდებისათვის

მცირე პროექტების კონკურსი ახალგაზრდებისათვის

logo (1)

მცირე პროექტების კონკურსი ახალგაზრდებისათვის

(200-დან 1000 ლარამდე)

პრობლემის განსაზღვრა საქართველოში უმუშევრობა კვლავ რჩება ერთ-ერთ უმთავრეს სოციალურ პრობლემად. ამ ფონზე, სამსახურის პოვნა და საკუთარი იდეებისა თუ უნარების რეალიზება განსაკუთრებით უჭირთ ნაკლები სამუშაო გამოცდილების მქონე ახალგაზრდებს. იდეის ან რაიმე ინიციატივის დასაფინანსებლად საჭირო სახსრების მოძიება ნაკლებად შესაძლებელია, საჭიროა უამრავი ბიოროკრატიული პროცედურის გავლა, რომლის ბოლოს, შესაძლოა, არც დადგეს სასურველი შედეგი. შესაბამისად, ახალგაზრდებისთვის რთულია სამუშაო გამოცდილებისა და პრაქტიკის მიღება. ეს ყოველივე კი ხშირად იმედგაცრუებასა და ნიჰილიზმს იწვევს. გარდა ამისა, 2014 წელი საქართველოში ახალგაზრდობის წლად არის გამოცხადებული. დავითიანიც შეეცადა ამ იდეის განხორციელებაში საკუთარი წვლილი შეეტანა. კონკურსის მიზანი: კონკურსის მიზანია აღმოვაჩნოთ და ხელი შევუწყოთ საქართველოში მცხოვრებ ნიჭიერ ახალგაზრდებს საკუთარი ორიგინალური, საინტერესო და საზოგადოებისთვის მნიშნელოვანი იდეების განხორციელებაში. კონკურსი ასევე მიზნად ისახავს ისეთი გარემოს შექმნის წახალისებას, რომელშიც გადაიდგმება მეტი ქმედითი ნაბიჯი ახალგაზრდების მოტივირებისა და დასაქმების კუთხით. ჩვენ ასევე ვისახავთ მიზნად სტიმული მივცეთ ახალგაზრდებს, რათა გაუჩნდეთ მეტი სამოქალაქო აქტივობის, განათლებისა და უნარ-ჩევების გავითარების მიზანი და სურვილი. პრიორიტეტული მიმართულებები:

  • სამოქალაქო საზოგადოება
  • პირადი ჰიგიენის საკითხები
  • კულტურა და ქართული ტრადიციები
  • მეცნიერება
  • ბიზნესი

რას უნდა შეიცავდეს პროექტი

  1. პროექტი შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე
  2. პროექტის აღწერა
  3. მიზანი
  4. ამოცანები
  5. განხორციელების გზები
  6. ბიუჯეტი
  7. განხორციელების ვადები

იხილეთ პროექტის შედგენის მოკლე ინსტრუქცია: პროექტის წერის ინსტრუქცია შერჩევის კრიტერიუმები

  • განცხადებები უნდა მოიტანოთ სამების საკათედრო ტაძრის სამრეკლოს მეორე სართულზე მდებარე „დავითიანნის“ ოფისში
  • განაცხადის წარდგენა შეუძლიათ: ფიზიკურ პირებს, იურიდიულ პირებს ან საინიციატივო ჯგუფებს
  • ორი სარეკომენდაციო წერილი (საკონტაქტო ნომრების მითითებით)
  • სამოქმედო გეგმა უნდა იყოს დასაბუთებული და რეალურად განხორციელებადი
  • პროექტი გათვლილი უნდა იყოს ახალგაზრდებზე (არ არის აუცილებელი პროექტის წარმდგენი იყოს ახალგაზრდა)

შეფასების კრიტერიუმები

  • კონკურსის პირობებთან და მიზნებთან შესაბამისობის ხარისხი
  • „დავითიანნის“ ზოგად ფასეულობებთან შესაბამისობის ხარისხი
  • პროექტის ზეგავლენის მასშტაბები და მნიშვნელობა
  • სტრატეგიებისა და მიდგომების ორიგინალურობა და ეფექტურობა
  • პროექტის ბიუჯეტის ხარჯთეფექტურობა
  • მოსალოდნელი შედეგების შეფასების გეგმის ეფექტურობა

გთხოვთ გაითვალისწინოთ

  • მიღებულ განაცხადებს განიხილავს და შეარჩევს სპეციალური კომისია. საბოლოო გადაწვეტილება დაფინანსების შესახებ, მიღებული იქნება შერჩეული განაცხადების ავტორებთან პირადი გასაუბრების შემდეგ
  • კონკურსით გათვალისწინებული გრანტის ოდენობა თითოეულ პროექტზე არის 200-დან 1000 ლარამდე (უპირატესობა მიენიჭება მცირებიუჯეტიან პროექტებს)
  • საგრანტო თანხები გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ პროექტში გასახორციელებლად გასაწევ აუცილებელ საქმიანობაზე
  • ადმინისტრაციული ხარჯი არ დაფინანსდება
  • პროექტის განხორციელების ბოლო ვადაა 2014 წლის 25 დეკემბერი
  • გთხოვთ, პროექტს თან დაურთოთ თქვენ მიერ უკვე განხორციელებული პროექტების შესახებ მოკლე ინფორმაცია (ასეთის არსებულის შემთხვევაში)

საკონტაქტო ინფორმაცია:

Email: davitianni@gmail.com

ტელ : +995 (32) 2 –244513

საიტი: www.davitianni.ge

Facebook: https://www.facebook.com/DAVITIANNI

საკონტაქტო პირი: თორნიკე რაზმაძე – 558 13 22 41

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 15 მარტი

ღია კარის დღეები: 19 თებერვალი, 5 მარტი 17:00სთ.

მის. რუსთაველის №23