დავითიანნი |
3068
post-template-default,single,single-post,postid-3068,single-format-standard,ajax_fade,page_not_loaded,,select-theme-ver-3.4,wpb-js-composer js-comp-ver-4.12.1,vc_responsive
 

14 ნოემბერს, ხუთშაბათს 15:00სთ-ზე დავითიანნის ოფისში გაიმართება პროექტის ,,დიპლომატიის დღეები დავითიანნში” პირველი ღონისძიება, რომლის თემატიკაც იქნება საფრანგეთის ისტორია, კულტურა და განათლება. ღონისძიების განრიგი: 15:00 -15:35 – საინტერესო ფაქტები საფრანგეთის ისტორიიდან. კერძოდ “ბრეტანის როლი საფრანგეთის ისტორიაში”- ისაუბრებს ლიკა ყავლაშვილი (ქართულ-ფრანგული მეგობრობისა და თანამშრომლობის ასოციაცია „თბილისი-ნანტის“ გამგეობის წევრი 15:35 -16 :20 – საფრანგეთის საელჩოს გაცვლითი პროგრამები და სტიპენდიები. ისაუბრებს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენელი, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ასისტენტი ანა ლოლუა; მარი ბროსეს სკოლის სტაჟირებების შესახებ ისაუბრებენ : მარიამ კაციტაძე (მე-11 კლასის მოსწავლე) და გიორგი ვენჯელაშვილი (მე-10 კლასის მოსწავლე) ქართველი სტუდენტი გიორგი ელიაძე, რომელიც სწავლობდა საფრანგეთში მაგისტრატურაზე გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას და ისაუბრებს რა განსხვავებაა საქართველოსა და საფრანგეთის უნივერსიტეტებს შორის. 16:30 -17:00 – ასოციაცია „თბილისი-ნანტის“ პრეზიდენტი თეონა ცხოვრებაშვილი ისაუბრებს „თბილისი-ნანტის“ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე. 17:00 – ცნობილი ფრანგული ფილმის – „გაქცეულები“ „Les fugitives“ ჩვენება