დავითიანნი | 25 თებერვალი – საბჭოთა ოკუპაციის დღე
2300
post-template-default,single,single-post,postid-2300,single-format-aside,ajax_fade,page_not_loaded,,select-theme-ver-3.4,wpb-js-composer js-comp-ver-4.12.1,vc_responsive
 

25 თებერვალი – საბჭოთა ოკუპაციის დღე

25 თებერვალი – საბჭოთა ოკუპაციის დღე

 

25 თებერვალი – საბჭოთა ოკუპაციის დღე
საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან (1918 წლის 26 მაისი) სამ წელში, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო.
რუსეთის წითელი არმია ჩვენს ქვეყანაში 12 თებერვალს შემოიჭრა. რუსეთის მე-11 არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან აღუდგნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა.
25 თებერვალს, კოჯორში შეტაკების დროს 30 ქართველი იუნკერი მოკლეს მათთან ერთად, დაიღუპა მოწყალების და, მწერალთა კავშირის თავმჯდომარის კოტე მაყაშვილის ქალიშვილი – მარო მაყაშვილი. ამის მიუხედავად პოზიციებს კვლავ ქართული ნაწილები აკონტროლებდნენ. 8 დღის განმავლობაში იუნკერებმა რუსებს ტაბახმელასთან გამართული ყველა შეტაკება მოუგეს.


1921 წელს თბილისის დაცვისას ქართულ არმიაში იუნკერები თითქმის ერთადერთი ნაწილი იყო, ვინც ბრძოლის დროს უკან არ დაიხია. იუნკერთა ასეთ გასაოცარ შედეგს მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს – სხვა ქართული ნაწილებისგან, სამხედრო სასწავლებელი რკინის დისციპლინით, უდიდესი თავდადებით და მაღალი სამხედრო მომზადების დონით გამოირჩეოდა.
25 თებერვალს საზეიმო ღონისძიებები შეზღუდულია. მართლმადიდებლურ ტაძრებში კი გმირების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდები სრულდება.