დავითიანნი | ყველაზე თბილი წელი
2132
post-template-default,single,single-post,postid-2132,single-format-standard,ajax_fade,page_not_loaded,,select-theme-ver-3.4,wpb-js-composer js-comp-ver-4.12.1,vc_responsive
 

ყველაზე თბილი წელი

ყველაზე თბილი წელი

წლევანდელი წელი გახდა ყველაზე თბილი წელი მეტეოროლოგიური დაკვირვებების ისტორიაში

მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის(WMO) ანგარიშის მიხედვით, რომელიც წარდგენილი იყო გაეროს კონფერენციაზე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, 2012 წელი, იანვრიდან მოყოლებული ოქტომბრის თვის ჩათვლით, აღმოჩნდა მეცხრე ყველაზე თბილი პერიოდების სიაში.

1850წლიდან მოყოლებული მეტეოროლოგიური დაკვირვებების მიხედვით, 2012 წელი პირველი ათი თვით მოხვდა ყველაზე თბილი წლების ათეულში, მიუხედავად, არსებული ‘’გაგრილებებისა’’ რომელიც La nina-ს ფენომენით იყო გამოწვეული, – ნათქვამია მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის წლიურ ანგარიშში.
საშუალოდ ამ პერიოდში, დედამიწის ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით 0,45 გრადუსს ზემოთ იყო 1961-1990 წლის მაჩვენებელ 14,2 გრადუს ცელსიუსზე.

როგორც WMO აღნიშნავს, 2012 წელი დაიწყო საშუალო სიძლიერის მქონე ეკოლოგიური ფენომენით La nina-ით. ეს მოვლენა ხასიათდება წყნარი ოკიანის ტროპიკული ზონის წყლის ზედაპირის ანომალიური გაგრილებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში.

მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიხედვით, 16 სექტემბერს დაფიქსირებული არქტიკის ყინულის მინიმალური ფართობი რეკორდულად დაბალი აღმოჩნდა. მისი 2012 წლის მაჩვენებელი გახლდათ 3,41 მილიონი კვადრატული კილომეტრი, რომელიც 18%-ით ქვემოთ მდებარეობს 2007წელში დაფიქსირებულ რეკორდზე.