დავითიანნი | ხატია თორდუა – ყველაზე შრომისმოყვარე დავითიანნელი
2213
post-template-default,single,single-post,postid-2213,single-format-standard,ajax_fade,page_not_loaded,,select-theme-ver-3.4,wpb-js-composer js-comp-ver-4.12.1,vc_responsive
 

ხატია თორდუა – ყველაზე შრომისმოყვარე დავითიანნელი

ხატია თორდუა – ყველაზე შრომისმოყვარე დავითიანნელი

ხატია თორდუა – ყველაზე შრომისმოყვარე დავითიანნელი

ხატია დავითიანნში ლიტერატურული კონკურსიდან მოხვდა. ის „თერგი 2010“-ის გამარჯვებული გახდა და მას შემდეგ დალკის (დავითიანნთან არსებული ლიტერატურული კლუბის) ჩამოყალიბების დღიდან დავითიანნშია. ხატია დალკის ერთ-ერთი გამორჩეული და აქტიური წევრია. თავიდანვე აქტიურად ჩაერთო დალკის განვითარების პროცესში. ის გახლავთ ენთუზიაზმით აღსავსე, ინიციატივიანი და ძალიან შრომისმოყვარე. მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს დალკის წარმატებებში . ვიმედოვნებთ, რომ ხატია დალკის სხვა წევრებთან ერთად შეძლებს სულ უფრო და უფრო კარგი პროექტების განხორციელებას და ღირსეული ადგილის დამკვიდრებას ლიტერატურის სფეროში.

ხატია – დავითიანნზე


დავითიანნი არის ადგილი,სადაც ჩემი თავი ბოლომდე დამანახეს.. სადაც ჩემს სულიერებას გასაქანი მიეცა და ვიპოვე ადამიანები,რომელთა გარეშეც ალბათ უკვე ვეღარ ვიცოცხლებ. ადამიანები რომლებიც მიგებენ,ზრუნავენ და უყვარხართ. უყვარხართ უანგაროდ.
ეს არის ერთადერთი ორგანიზაცია სადაც ყველა წრფელად გიღიმის.
დავითიანნი არის ადგილი სადაც ჩემს აზროვნებას უფრო ფართო გასაქანი მიეცა. რამდენს ნიშნავს ეს კედლები ჩემთვის,რამდენ მოგონებას იტევს კი ვიცი,რომ უნდა დავწერო წიგნი დავითიანნზე და დალკზე. ოღონდ ეს მაშინ, ღრმა სიბერეში იმიტომ, რომ ამ ასაკში ასეთ საქმეს ვერ შევეჭიდები .
ეს არის ადგილი სადაც პირველი შემობიჯებიდან თავი უცხოდ არასოდეს მიგვრძნია .
დავითიანნი ჩემია,ჩემთანაა და ჩემშია…