დავითიანნი | წიგნის კითხვის დღე სამების საკათედრო ტაძრის ეზოში
2832
post-template-default,single,single-post,postid-2832,single-format-standard,ajax_fade,page_not_loaded,,select-theme-ver-3.4,wpb-js-composer js-comp-ver-4.12.1,vc_responsive
 

წიგნის კითხვის დღე სამების საკათედრო ტაძრის ეზოში

წიგნის კითხვის დღე სამების საკათედრო ტაძრის ეზოში

„დავითიანნისა“ და „წიგნის მეგობრების“ კლუბის ორგანიზებით, სამების საკათედრო ტაძრის ეზოში გაიმართა წიგნის კითხვისადმი მიძღვნილი მორიგი ღონისძიება, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დაესწრო. ღონისძიება მიეძღვნა თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდესს ქართველ შემოქმედსა და კლასიკოსს მწერალ გურამ დოჩანაშვილს. ახალგაზრდებმა წაიკითხეს მისი ნაწარმოები -„მუსიკოსი“. ამავე ნაწარმოებზე ჩატარდა ლიტერატურული კონკურსი, რომლის შედეგადაც გამოვლინდა 5 გამარჯვებული, რომლებსაც სამახსოვრო საჩუქრები, წიგნების მაღაზიათა ქსელმა „ბიბლუსმა“ გადასცა. წიგნის დღის ყოველი ღონისძიება იწყება ბიბლიის ერთი თავის კითხვით. დღეს წაკითხულ იქნა ბიბლიის მე–3 თავი

.

ვინაიდან გუშინ იყო აკაკი წერეთლის დაბადებისდღე, ახალგაზრდებმა რამდენიმე ლექსი მისი შემოქმედებიდანაც წაიკითხეს. უწმინდესმა ისაუბრა აკაკი წერეთლის მოთხრობაზე “მერცხლისა და ჭივჭავის ომი” და ახალგაზრდებს მისი წაკითხვა ურჩია. აღსანიშნავია, რომ „წიგნის მეგობრების“ კლუბის პარტნიორი გახდა „ვისოლ ჯგუფი“, რომლის შვილობილი კომპანია „სმარტი“ ლანჩ პაკეტით გაუმასპინძლდა ღონისძიების მონაწილეებს.