დავითიანნი | ჩვენი ამბები
4979
paged,page-template,page-template-blog-masonry,page-template-blog-masonry-php,page,page-id-4979,paged-8,page-paged-8,ajax_fade,page_not_loaded,,select-theme-ver-3.4,wpb-js-composer js-comp-ver-4.12.1,vc_responsive
 

ჩვენი ამბები

შეხვედრა მრგვალი მაგიდის ირგვლივ სომხეთში არსებულ ქართულ ძეგლებზე

18 ნოემბერს საჯარო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნის” კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტმა გამართა შეხვედრა მრგვალი მაგიდის ირგვლივ თემაზე – სომხეთში არსებული ქართული ძეგლები. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ სომხეთში ქართულ ტაძრებში, სარეკონსტრუქციო სამუშაოები ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად მიმდინარეობს. “დავითიანნისა” და ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის საექსპედიციო დელეგაცია...

კინოკლუბი "მზესუმზირა" დუშეთს ეწვია

დავითიანნის კინოკლუბი "მზესუმზირა" 16 ნოემბერს ესტუმრა დუშეთს, სადაც მოეწყო მხატვრული ფილმის „ ჰაჩიკო “ ჩვენება. კინოჩვენება გაიმართა დუშეთის გამგეობის დარბაზში, სადაც მოწვეულნი იყვნენ პროექტის "სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში" მონაწილეები და მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელები. ფილმის შემდეგ გაიმართა დისკუსია-განხილვა სადაც ბავშვებმა ისაუბრეს ბევრ საინტერესო თემაზე, მათ...

კვირის მოვლენა

წმინდა 100 000 ქართველი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, მეტეხის ხიდზე მოწამეთა სახელზე პარაკლისი შესრულდა. პარაკლისი ტაო-კლარჯეთისა და ახალციხის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ აღავლინა. პარაკლისზე ასევე იმყოფებოდა მარტყოფის მიტროპოლიტი თადეოზი და გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა. პარაკლისის დასრულების შემდეგ მეტეხის ხიდზე მყოფმა მლოცველებმა ხიდიდან წმინდა მოწამეთა პატივსაცემად...

კონკურსი "წიგნის მეგობრები" იწყება!

კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართება 16-დან 24 ნოემბრის ჩათვლით. 48 გუნდიდან 16 საუკეთესო გამოვლინდება, რომელიც მეორე ეტაპზე გადავა და გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ---------------------- შეგახსენებთ, რომ კონკურსი "წიგნის მეგობრები" დავითიანნისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. აღნიშნული პროექტი საქართველოს საპატრიარქოსა და კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის პატრონაჟით ხორციელდება. საპილოტე კონკურსში...

14 ნოემბერს, ხუთშაბათს 15:00სთ-ზე დავითიანნის ოფისში გაიმართება პროექტის ,,დიპლომატიის დღეები დავითიანნში” პირველი ღონისძიება, რომლის თემატიკაც იქნება საფრანგეთის ისტორია, კულტურა და განათლება. ღონისძიების განრიგი: 15:00 -15:35 - საინტერესო ფაქტები საფრანგეთის ისტორიიდან. კერძოდ "ბრეტანის როლი საფრანგეთის ისტორიაში''- ისაუბრებს ლიკა ყავლაშვილი (ქართულ-ფრანგული მეგობრობისა და თანამშრომლობის ასოციაცია „თბილისი-ნანტის“ გამგეობის...

ციცი კიკვაძე – ყველაზე შრომისმოყვარე დავითიანნელი

ციცი კიკვაძე - ყველაზე შრომისმოყვარე დავითიანნელი ციცი დავითიანნში რამდენიმე თვის წინ მოვიდა და თავიდანვე აქტიურად ჩაერთო სხვადასხვა პროექტში. ამჟამად დაკავებულია პროექტ „წიგნის მეგობრებისა“ და „დოქტრინა ბიზნეს რევიუს“ საქმიანობით. ციცი არის შრომისმოყვარე და კომუნიკაბელური, ყურადღებას ამახვილებს დეტალებზე და საქმეს თანმიმდევრულად და ორგანიზებულად უძღვება. როგორც მას მეგობრები ახასიათებენ,...

სერტიფიკატების გადაცემა გარემოს დაცვის სკოლის მოსწავლეებისთვის

დღეს, კლიმატის კვირეულის გახსნის ცერემონიაზე, დაჯილდოვდნენ დავითიანნის პროექტის "გარემოსდაცვითი განათლება მოსწავლეებისთვის" მონაწილეები. მათ გარემოს დაცვის მინისტრმა – ხათუნა გოგალაძემ, სერტიფიკატები გადასცა. შეგახსენებთ, რომ პროექტი „გარემოსდაცვითი განათლება მოსწავლეებისთვის“ დავითიანნის გარემოსდაცვითი კომიტეტის მიერ ხორციელდებოდა. სულ გაიმართა 10 სამუშაო სემინარი. ყველას, ვინც დაესწრო 8 სამუშაო სემინარს გადაეცა სერტიფიკატი. პროექტი წარმოადგენს...

კვირის ფრაზა – დეილ კარნეგი

,,ადამიანი რაც უნდა დამნაშავე იყოს, იგი მზად არის სხვა დაადანაშაულოს, მაგრამ არასოდეს - თავის თავი! გამონაკლისი თითქმის არ არსებობს. გახსოვდეთ, კრიტიკა ფოსტის მტრედსა ჰგავს, რომელიც ყოველთვის უკან გვიბრუნდება." დეილ კარნეგი ...