დავითიანნი | ჩვენი ამბები
4979
paged,page-template,page-template-blog-masonry,page-template-blog-masonry-php,page,page-id-4979,paged-15,page-paged-15,ajax_fade,page_not_loaded,,select-theme-ver-3.4,wpb-js-composer js-comp-ver-4.12.1,vc_responsive
 

ჩვენი ამბები

"დავითიანის სადროშე"

"დავითიანის სადროშე" - მეხუთე აქტივობა „დავითიანის სადროშემ“ დევიზიდან გამომდინარე „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ რიგით მეხუთე ღონისძიება განახორციელა. 28 აპრილს სადროშეს წევრებმა ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, წინა სააღდგომოდ მუხათგვერდის სასაფლაოზე გაწმინდეს და დაასუფთავეს მიტოვებული სასაფლაოები, რის შემდეგაც აღავლინეს მათი სულის მოსახსენიებელი ლოცვა და სიმბოლურად დარგეს ბზის ნერგები მათ სასაფლაოებზე....

სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ეკლესია

სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ეკლესია-მონასტრების უმრავლესობა, ფრიად არასახარბიელო მდგომარეობაშია და სასწრაფო რეკონსტრუქცია სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნიკალურ არქიტექტურას, ფრესკებს, უძველეს ქართულ წარწერებს, განადგურება ემუქრება. რამოდენიმე დღის წინ სომხეთში დავითიანნთან არსებული კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის წევრები იმყოფებოდნენ, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მოინახულეს, ქართული ეკლესიები, ქობაერი და ახტალა. საეკლესიო-სამონასტრო...

„დავითის სადროშე“

„დავითის სადროშემ“ დევიზიდან გამომდინარე „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ რიგით მეოთხე ღონისძიება განახორციელა. 21 აპრილს სადროშეს წევრებმა წავკისში არსებული საპატრიარქოს ობოლ ბავშვთა თავშესაფრის მაცხოვრებლები მოინახულეს. ჩაუტანეს მათ შეშის მარაგი და დაუბინავეს. ასევე პატივი მიაგეს ტაბახმელაში არსებულ იუნკერთა მემორიალს, გაეცნენ მათ გმირულ თავდადებას, ისტორიასა და ერთობლივად აღავლინეს მათი სულის...

საჯარო ლექციები ბრუნდება.

23 აპრილს, სამშაბათს, "დავითიანნში" საჯარო ლექციები ბრუნდება. წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლექციას წაიკითხავს ლიტერატურის კრიტიკოსი, მთარგმნელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ლიტერატურული პრემია "საბას" სამგზის ლაურეატი ბატონი ლევან ბრეგაძე. ლექციის თემა იქნება - "ავტორი, წიგნი და მკითხველი". დასწრება თავისუფალია. ...

ლიტერატურული საღამოები დაბრუნდა!

პარასკევის ლიტერატურული საღამოები დაბრუნდა ! ყოველ პარასკევს 18:30სთ-ზე გელოდებით რუსთაველის N 21-ში. საღამოში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ახალგაზრდა დამწყები პოეტები, ასევე "დალკის" წევრები. საღამოებში მონაწილეობის მსურველებმა გამოგზავნეთ მაქსიმუმ 3 ლექსი მისამართზე: dalkilitsagamo@yahoo.com ...

ტოლსტოი

"არ არის სამარცხვინო და საზიანო არცოდნა, ყველაფრის ცოდნა არავის შეუძლია...

ლუკა მგალობლიშვილი – ერთგული დავითიანნელი

ლუკა მგალობლიშვილი - ერთგული დავითიანნელი ლუკა დავითიანნში სკოლიდან მოხვდა. ის საკლუბო პროექტის ერთ -ერთი აქტიური წევრი გახლავთ. აღნიშნული პროექტისთვის სკოლამ 2 საუკეთესო ბავშვი შეარჩია და მათ შორის მოხვდა ლუკაც. ის ამავე დროს სკოლის თვითმმართველობის პრეზიდენტია და აქტიურადაა ჩართული სასკოლო საქმეებში. ლუკა ძალიან ჭკვიანი და ენერგიული ბავშვია. გამოირჩევა...

ახალგაზრდულ პრობლემათა შესწავლისა და რეაგირების კომიტეტი

ახალგაზრდულ მოძრაობა დავითიანნთან არსებულ ახალგაზრდული პრობლემების შემსწავლელ და რეაგირების კომიტეტში იწყება წევრების მიღება. კომიტეტის მიზნებია: • ახალგაზრდებისთვის(სტუდენტებისთვის) აქტუალური პრობლემების შესწავლა და რეაგირება. • სტუდენტის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა. • ახალგაზრდების მეტი ჩართულობა საზოგადოებრივ პროცესებში. • ახალგაზრდული ინიციატივით სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა. მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმაhttps://docs.google.com/forms/d/1CID3eBMJyEclTwaRteQUNgK6LqpLZY0-QjTEWSFXUYE/viewform?edit_requested=true&pli=1 აპლიკაციები მიიღება 17 აპრილამდე. საკონტაქტო პირი: გივი სიხარულიძე 599...

„დავითის სადროშე“

„დავითის სადროშე“-მ დევიზიდან გამომდინარე „ღმერთი, სამშლობო, ადამიანი“ რიგით მეორე ღონისძიება განახორციელა. 7 აპრილს სადროშეს წევრებმა მოინახულეს ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიის მსაჯვრდებულები, მიულოცეს ხარების ბრწყინვალე დღეესასწაული და საჩუქრად გადასცეს დავითიანნის ხატები. მსჯავრდებულებთან ერთად, გამართეს ამხანაგური მატჩი რაგბში, რითაც თანატოლებს ცხოვრების კიდევ ერთ დღე გაუხალისეს. „დავითის სადროშეს“ წევრებმა...

„დავითის სადროშე“

2013 წლის 31 მარტს დავითიანნის სარაგბო კლუბის მოთამაშეების ბაზაზე დაარსდა „დავითის სადროშე,“ რომელიც მოქმედებს „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“- ის (როგორც ამას ბრძანებს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II) მსახურების, ერთგულებისა და დაცვის პრინციპით . „დავითის სადროშეს“ პირველი ღონისძიების ფარგლებში სადროშეს წევრებმა მიიღეს მონაწილეობა საგურამოს წმ. გიორგის სახელობის ტაძრის...