დავითიანნი | ჩვენი ამბები
4979
paged,page-template,page-template-blog-masonry,page-template-blog-masonry-php,page,page-id-4979,paged-10,page-paged-10,ajax_fade,page_not_loaded,,select-theme-ver-3.4,wpb-js-composer js-comp-ver-4.12.1,vc_responsive
 

ჩვენი ამბები

კინოკლუბი "მზესუმზირა" 5 ოქტომბერს ესტუმრა კოდის დევნილთა დასახლებას

კინოკლუბი "მზესუმზირა" 5 ოქტომბერს ესტუმრა კოდის დევნილთა დასახლებას, სადაც მოეწყო ფილმის ჩვენება „ ბედნიერების კვალდაკვალ“ . მისი დასრულების შემდეგ სპეციალურად მოწვეული ფსიქოლოგი სალომე საბიაშვილი მაყურებელს გაესაუბრა და გაიმართა დისკუსია ფილმის თემატიკის შესახებ. ღონისძიების მეორე ნაწილი კონცერტს მოიცავდა, რომელიც კოდის სათემო განათლების ცენტრის ახალგაზრდული კლუბის მიერ...

დავითიანნის ახალგაზრდებმა რთველში მიიღეს მონაწილეობა

ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ 27 სექტემბერს იმყოფებოდა კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში; სტუმრად მიშა გიორგაძესთან, სადაც ახალგაზრდა დავითიანნელებმა მონაწილეობა მიიღეს რთველის პროცესში. რთველის პროცედურებში აგრეთვე მონაწილეობდნენ და ფირზე აღბეჭდავდნენ უკრაინელი ჟურნალისტები. დავითიანნელებმა მოინახულეს XVI საუკუნის ველისციხის მარან-მუზეუმი „ნუმისი“, გაეცნნენ ქართული ღვინის სახეობებსა და ღვინის დაწურვის მეთოდებს,...

"წიგნის მეგობრები" უერთდება ქალაქ მიუნხენში მცხოვრები ქართველების ინიციატივას ქართული ბიბლიოთეკის გახსნის შესახებ.

ერთად შევიტანოთ წვლილი ამ ბიბლიოთეკის დაარსებაში. ვისაც გაქვთ შესაძლებლობა და სურვილი, რომ გამოყოთ თუნდაც 1 წიგნი ამ კეთილი საქმისთვის, შემოგვიერთდით! -------------------------- გთხოვთ წიგნები მოიტანოთ მისამართებზე: ქ. თბილისი, რუსთაველის #21 , III სართული ან სამების საკათედრო ტაძრის სამრეკლო (დავითიანნის ოფისი)...

დავითიანნი გილოცავთ ღვთისმშობლობას

გილოცავთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღეს! ღვთისმშობლის მფარველობა არ მოკლებოდეს სრულიად საქართველოს. – – – ყოვლადწმიდა ქალწული გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მისი მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა, პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი გახლდათ. ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი არ ეძლეოდა. ასე მიაღწიეს მათ ხანდაზმულობამდე,...

THE GREAT GATSBY

კვირას, 22 სექტემბერს, 16:00 საათზე კინოკლუბი „მზესუმზირა“ განაახლებს მუშაობას ფილმით THE GREAT GATSBY. ფილმის შესახებ: ფილმში მოქმედება მეოცე საუკუნის ოციანი წლების ნიუ იორკში ვითარდება. ის გამოუცნობი მილიონერის დრამატულ ცხოვრებას, წარმატებასა და სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს… ფილმი არის დრამა, გადაღებულია 2013 წელს, მთავარ როლში კი ლეონარდო დი...

დავითიანნის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების სოციალურ საკითხთა კომიტეტი აცხადებს წევრთა მიღებას!

დავითიანნის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების სოციალურ საკითხთა კომიტეტი აცხადებს წევრთა მიღებას! მონაწილეობის მიღება შესარჩევ ტურზე შეუძლიათ : ნებისმიერი ფაკულტეტის და უნივერსიტეტის სტუდენტებს, მაგრამ პრიორიტეტი მიენიჭებათ პროფესიით: სოციალური მუშაკებს, სოციოლოგებს და იურისტებს. ამისთვის გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მოცემულ მეილზე davitianni.socialcommittee@hotmail.com კომიტეტის მიზანია : საქართველოში სოციალური პრობლემების აღმოფხვრის ხელშეწყობა...

ნელი შავლაძე – ერთგული დავითიანელი

ნელი შავლაძე - დავითიანნის აღმოჩენა ნელი დავითიანნში უკვე წელიწადზე მეტია რაც არის. თავდაპირველად მისი საქმიანობა დავითიანნის სხვადასხვა მიმართულებებში ჩართულობას მოიცავდა. ამჟამად ნელი წარმატებით ხელმძღვანელობს ახალგაზრდა მეცნიერთა და ანალიტიკოსთა დარბაზ ,,დოქტრინა“-ს სალექციო კურსს, რომელმაც დიდი დაინტერესება გამოიწვია ახალგაზრდებში. ნელი არის ძალიან მშვიდი, წყნარი და გაწონასწორებული ადამიანი....

ვაჩნაძიანის კომპლექსთან არსებული ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილი მთლიანად განადგურებული და დანგრეულია

9 ივლისს დავითიანნის კულტურული მემკვიდრეობის წევრები ექსპედიციით იმყოფებოდნენ გურჯაანის რაიონში. მათ მოინახულეს როგორც საკულტო, ისე საერო ნაგებობები და ამავე დროს სასახლეებიც. აი რას გვიამბობენ ექსპედიციის წევრები: უპირველესად უნდა აღინიშნოს ვაჩნაძიანის კომპლექსი, სადაც შემორჩენილია სასახლის დიდი ნაწილი. მის მახლობლად, რამდენიმე მეტრის მოშორებით კი სამეკლესიანი...