დავითიანნი | ქეთი გოზალიშვილი
1868
post-template-default,single,single-post,postid-1868,single-format-standard,ajax_fade,page_not_loaded,,select-theme-ver-3.4,wpb-js-composer js-comp-ver-4.12.1,vc_responsive
 

ქეთი გოზალიშვილი

ქეთი გოზალიშვილი

ქეთი გოზალიშვილი ერთგული დავითიანნელი

ქეთი დავითიანნში დაფუძნების დღიდან საქმიანობს და ცდილობს ყველა საინტერესო პროექტს დაუდგეს გვერდში. დავითიანნმა თავისი საქმიანობა 2007 წელს, 7 საპილოტე სკოლაში დაიწყო. სწორედ ამ პერიოდიდან უდგას ქეთი დავითიანნს გვერდით. დავითიანნთან დამეგობრებული ბავშვები ქეთის ყოველთვის გამოარჩევდნენ განსაკუთრებული სითბოთი და ყურადღებით. ქეთი დაოჯახდა და ულამაზესი ოჯახი ჰყავს. მისი მეუღლე, გიორგიც აქტიურად მეგობრობს დავითიანნთან და მთელი ოჯახით გვერდში გვიდგას. ქეთი ორსულიც დავითიანნში ერთგულად მუშაობდა, ახლა ჰყავს პატარა იოანე და ისიც, ალბათ უკვე დავითიანნელია. გვიხარია, რომ ქეთი ისევ აქტიურად ჩაერთო დავითიანნის საქმიანობაში და ისევ ვაძლიერებთ ერთმანეთს.

ქეთი გოზალიშვილი დავითიანნზე: დავითიანნი – ერთი დიდი ოჯახი!
ამ ოჯახის წევრი ვარ მისი დაარსებიდან. დიდი დრო გავიდა მას შემდეგ რაც პირველად მივედი „იქ სადაც ახლაგაზრდები არიან“ მიყვარს და ვაფასებ ყველა იმ ადამიანს ვინც ცდილობს წვლილი შეიტანოს დავითიანნის საქმიანობაში, მის წინსვლასა და განვითარებაში. ვისურვებ რომ დავითიანნში ყოველთვის იყოს მისთვის დამახასიათებელი მეგობრული, მხიარული გარემო, სიხარული, პოზიტიური ენერგიით სავსე ახალგაზრდების სახეები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია
მუდამ იყოს სიყვარული. მადლობა ყველას სიყვარულისთვის, დაფასებისთვის და სითბოსთვის. წარმატებულ წელს გისურვებთ !!!! მიყვარხართ 🙂