დავითიანნი | ფსიქოლოგიის ცენტრმა სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები დაიწყო
3535
post-template-default,single,single-post,postid-3535,single-format-standard,ajax_fade,page_not_loaded,,select-theme-ver-3.4,wpb-js-composer js-comp-ver-4.12.1,vc_responsive
 

ფსიქოლოგიის ცენტრმა სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები დაიწყო

ფსიქოლოგიის ცენტრმა სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები დაიწყო

13820_885694984808064_6617220768748107147_nმოძრაობა დავითიანნის ფსიქოლოგიური ცენტრის ორგანიზებით თბილისის სკოლებში დაიწყო შეხვედრები მოსწავლეებთან ძალადობასთან დაკავშირებით. პარასკევს, 28 ნოემბერს სემინარი ჩატარდა პირველი შეხვედრა 183-ე სკოლის მოსწავლეებთან. შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი თემები:

  • ბავშვთა უფლებების მიმოხილვა;
  • ძალადობა ოჯახში;
  • ბულინგი;
  • ძალადობა სკოლაში და კონფლიქტების მართვა;

10671256_885694798141416_2178908096927201997_n

შეხვედრის ბოლოს ჩატარდა ვორქშოფი. ბავშვებმა დიდი დაინტერესება გამოხატეს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და აქტიურად ჩაერთვნენ სემინარის ინტერაქტიულ ნაწილში. დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრი აგრძელებს სხვადასხვა სკოლებთან თანამშრომლობას, რათა კიდევ უფრო მეტი ბავშვი იყოს ინფორმირებული და კიდევ უფრო მეტმა გააცნობიეროს ძალადობის პრობლემა, მისი უარყოფით მხარეები.

ნინო მარეხაშვილი (ფსიქოლოგიის ცენტრის თანამშრომელი):

„ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან მაქსიმალური აქტიურობა და ჩართულობა იყო მოსწავლეების მხრიდან. მათი დაინტერესება აშკარად იგრძნობოდა. ამიტომაც შეხვედრები გაგრძელდება სხვა სკოლებშიც და ველით უფრო დიდ ჩართულობას“