დავითიანნი | სიახლე ''დავითიანნის'' რაგბის კლუბში
2043
post-template-default,single,single-post,postid-2043,single-format-standard,ajax_fade,page_not_loaded,,select-theme-ver-3.4,wpb-js-composer js-comp-ver-4.12.1,vc_responsive
 

სიახლე ''დავითიანნის'' რაგბის კლუბში

სიახლე ''დავითიანნის'' რაგბის კლუბში

სიახლე ”დავითიანნის” რაგბის კლუბში

3 ნოემბერს ‘’დავითიანნის’’ რაგბის კლუბის ბავშვები შეხვდნენ საქართველოს რაგბის კავშირის მედია-მენეჯერს – არჩილ ჭუმბურიძეს. სწორედ ამ შეხვედრაზე ჩაეყარა საფუძველი ყოველკვირეულად რაგბის თამაშების ჩვენებასა და ამის შემდეგ მათ განხილვას. გაცნობითი ხასიათის მსგავსი შეხვედრები გაიმართება ყოველ შაბათს საღამოს 6 საათზე. ჩვენებებს უმასპინძლებს ‘’დავითიანნის’’ კინოკლუბი ‘’მზესუმზირა’’.

‘’მოხდება თამაშების ჩვენება და ამის შემდეგ მათზე მსჯელობა’’ – განაცხადა ჩვენთან საუბრისას ‘’დავითიანნის’’ რაგბის კლუბის ხელმძღვანელმა – ოთარ ღვინიაშვილმა. ბატონმა ოთარმა რამოდენიმე კითხვაზეც გაგვცა პასუხი, რომელსაც ეხლა გაგაცნობთ.

რატომ გადაწყვიტეთ რაგბის მიმართულებით კინოკლუბის ჩამოყალიბება?

‘’გვინდოდა ბავშვებს ენახათ, როგორ თამაშობენ უმაღლესი კლასის მორაგბეები. გარდა ამისა ყოველ შეხვედრაზე მოწვეული სტუმრების დახმარებით მოხდება თამაშების გაანალიზება. ეს ინტერაქტიური შეხვედრები კი მეტ თეორიულ ცოდნას მისცემს ჩვენს ახალგაზრდა რაგბისტებს’’.

დღევანდელ შეხვედრაზე ნაჩვენები იყო სამხრეთ აფრიკისა და ახალი ზელანდიის ნაკრებების თამაში 4 ერის თასის ფარგლებში. რის გამო მიანიჭეთ უპირატესობა ამ თამაშს?

ერთის მხრივ იმიტომ, რომ ზელანდია ყველაზე სანახაობრივ თამაშს აჩვენებს და ბავშვები უპირატესობას სწორედ მას ანიჭებენ. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ იგი მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზეა.

გავესაუბრეთ ბატონ არჩილსაც. მან გაგვანდო, რომ რაგბის მიმართულებით კინოკლუბის ჩამოყალიბება ინოვაციური და მისასალმებელია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იგი საკმაოდ საინტერესოდ ახერხებდა თამაშის გაანალიზებას ჩვენების პარალელურად. გარდა ამისა, ახალგაზრდა რაგბისტებს ზელანდიური ტრადიციული ცეკვის – ჰაკას შესახებ ესაუბრა. სწორედ ამ ცეკვის შესრულებით იწყებენე ყოველ ახალ თამაშს ზელანდიელები.

ბატონო არჩილ, რაიმე მნიშვნელოვანი ხომ არ ხდება ეროვნული ნაკრების თავს ამ უახლოეს მომავალში?

დიახ, 17 და 24 ნოემბერს ფიჯისა და იაპონიის ნაკრებები ჩამოდიან საქართველოში. ისინი შეხვედრას გამართავენ ჩვენს ეროვნულ ნაკრებთან. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ იაპონია ორი, ხოლო ფიჯი, დაახლოებით, სამი საფეხურით მაღლა დგას საქართველოს ნაკრებთან შედარებით.

ასევე საინტერესოა ის, რომ 10 ნოემბრისთვის უკვე აქ იქნებიან ვეკო ტერი(ფრანგული კლუბის მწვრთნელი) და კლერმონ ოფერი(ახალზელანდიელი მთავარი მწვრთნელი). ისინი სპეციალურად ამ ტესტ-მატჩის მომზადებაში დაეხმარებიან ჩვენს ნაკრებს.

‘’დავითიანნის’’ რაგბის კლუბის ხელმძღვანელის თქმით მომავალ შეხვედრებში დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ახალ მწვრთნელ – მილტონ ჰეიგს, რომელიც ახალი ზელანდიიდან გახლავთ.

ჩვენთვის საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ ტესტ-მატჩს ‘’დავითიანნის’’ მორაგბეებიც დაესწრებიამ. პირველი შეხვედრა გაიმართება ფიჯის ნაკრებთან. რაგბის კინოკლუბი კი გელით მომავალ შეხვედრაზე, სადაც მოხდება ჰაინეკენის თასის მატჩის ჩვენება.