დავითიანნი | სეზონის დასკვნითი წიგნის კითხვისადმი მიძღვნილი ღონისძიება
2881
post-template-default,single,single-post,postid-2881,single-format-standard,ajax_fade,page_not_loaded,,select-theme-ver-3.4,wpb-js-composer js-comp-ver-4.12.1,vc_responsive
 

სეზონის დასკვნითი წიგნის კითხვისადმი მიძღვნილი ღონისძიება

სეზონის დასკვნითი წიგნის კითხვისადმი მიძღვნილი ღონისძიება

შაბათს, 6 ივლისს, ,,წიგნის სახლში ბახტრიონზე” წიგნის კითხვისადმი მიძღვნილი, სეზონის დასკვნითი ღონისძიება გიამართა, რომელიც “დავითიანნისა” და ინტელექტუალური კლუბი “წიგნის მეგობრების” ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. შაბათი დღე სულხან-საბა ორბელიანის

შემოქმედებას მიეძღვნა. სულხან-საბას ეპოქა, შემოქმედება და ცხოვრება, დამსწრე საზოგადოებასთან ერთად, მიწვეულმა სტუმრებმა: ისტორიკოსმა ზაზა აბაშიძემ, ფილოლოგიის აკადემიურმა დოქტორებმა: ასმათ ჯიქიამ და დოდო ღლონტმა განიხილეს. ღონისძიებას თბილისის სხვადასხვა ბიბლიოთეკის წარმომადგენლები, პედაგოგები და ყველა ის საზოგადო მოღვაწე დაესწრო, ვინც ამ პროექტში იყო ჩართული. წიგნის კითხვისადმი მიძღვნილ ღონისძიებას “პალიტრა L”, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, და “არტანუჯი” შეუერთდა. გამომცემლობებმა “წიგნის სახლში ბახტრიონზე” მთელი დღის განმავლობაში, სულხან-საბა ორბელიანის წიგნებზე, 20%-იან ფასდაკლება გააკეთეს. წიგნის კითხვისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ოქტომბრიდან განახლდება. ზაფხულის განმავლობაში კი, “წიგნის მეგობრები” რეგიონებს ეწვევიან.