დავითიანნი | სამუშაო შეხვედრა საპატრიარქოში
694
post-template-default,single,single-post,postid-694,single-format-standard,ajax_fade,page_not_loaded,,select-theme-ver-3.4,wpb-js-composer js-comp-ver-4.12.1,vc_responsive
 
სამუშაო შეხვედრა საპატრიარქოში

სამუშაო შეხვედრა საპატრიარქოში

15 მარტს საპატრიარქოში დავითიანნის ახალი პროექტის „ლორე-ტაშირის ქართული ძეგლების“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა, ეს პირველი პროექტია, რომელიც „სტუდენტური მოძრაობა ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების გადასარჩენად“-პროგრამის ფარგლებში ტარდება. საპატრიარქოს დარბაზში შეიკრიბნენ ოცდაათამდე უნივერსიტეტის თვირთმმართველობის წარმომადგენლები, მათ პროექტის კორდინატორმა გააცნო კონკურსის პირობები და სხვადასხვა ტექნიკური საკითხი, ასევე მოწვეული იყო მანგლისისა და წალკის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ანანია, რათა სტუდენტებისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა ლორე-ტაშირში არსებული ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ, ამ საკითხთან დაკავშირებით არც თუ ისე მდიდარი მასალა არსებობს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, მეუფემ სტუდენტებს აუხსნა საკითხის სპეციფიკა, რამდენად მნიშვნელოვანია საქრთველოსთვის იმ ძეგლების დაცვა და საყოველთაო ცნობადობა, რომლებიც დღეს ქვეყნის ტერიტორიაზე არ მდებარებს. ასევე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს დამსწრეებმა იმის შესახებ, თუ რატომ არის ეს ძეგლები დღეს დაცვის საგანი ქართულ და სომხურ მხარეებს შორის, ისინი აშენებულია არა სომხების, არამედ ქართველი მონოფიზიტების მიერ. დასმულ კითხვაზე, თუ რა უნდა გააკეთონ ახალგაზრდებმა დღეს, რომ აღარ გამეორდეს ამგვარი ისტორიული შეცდომები,

მეუფემ მოუწოდა ყოველივე ეროვნულის პატივისცემისკენ, ქართული ენისა და კულტურის მეტად დაფასებისკენ და მის გავრცელებაზე ზრუნვისკენ

, აქვე დაამატა, რომ დავითიანნის პროექტი სწორედ ამას ემსახურება და ყოველთვის იგი მიესალმება მსგავს წამოწყებებს.