დავითიანნი | ლუკა მგალობლიშვილი – ერთგული დავითიანნელი
2553
post-template-default,single,single-post,postid-2553,single-format-standard,ajax_fade,page_not_loaded,,select-theme-ver-3.4,wpb-js-composer js-comp-ver-4.12.1,vc_responsive
 

ლუკა მგალობლიშვილი – ერთგული დავითიანნელი

ლუკა მგალობლიშვილი – ერთგული დავითიანნელი

ლუკა მგალობლიშვილი – ერთგული დავითიანნელი
ლუკა დავითიანნში სკოლიდან მოხვდა. ის საკლუბო პროექტის ერთ -ერთი აქტიური წევრი გახლავთ. აღნიშნული პროექტისთვის სკოლამ 2 საუკეთესო ბავშვი შეარჩია და მათ შორის მოხვდა ლუკაც. ის ამავე დროს სკოლის თვითმმართველობის პრეზიდენტია და აქტიურადაა ჩართული სასკოლო საქმეებში.
ლუკა ძალიან ჭკვიანი და ენერგიული ბავშვია. გამოირჩევა ნოვატორული იდეებით. ის არის მხიარული, მეგობრული და კეთილი. ლუკა სრული სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს. ყველა დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ასრულებს. მისი მონდომება აუცილებლად დაფასდება და ლუკა დიდ წარმატებებს მიაღწევს ცხოვრებაში, რითიც დავითიანნი ნამდვილად იამაყებს.

ლუკა – დავითიანნზე

ჩემთვის დავითიანნი არის დიდი ოჯახი, სადაც მე ვიზრდები. მე დავითიანნში სკოლიდან მოვხვდი. ჩემი „მასწავლებელი“ იყო ქეთი გოზალიშვილი. გარკვეული პრობლემების გამო, აღარ გვიტარდებოდა ლექციები და ძალიან დამწუხრებული ვიყავი ამსი გამო. შემდეგ მონაწილეობა მივიღე დავითიანნის რამდენიმე ღონისძიებაში, სადაც გავიცანი დავითიანნელები და დავმეგობრდით. ყველა მათგანი ძალიან თბილი და დადებითი ადამიანია. ძალიან მიხარია, რომ დავითიანნი არსებობს.