დავითიანნი | კონკურსი "ჩვენ გვახსოვს…"
3341
post-template-default,single,single-post,postid-3341,single-format-image,ajax_fade,page_not_loaded,,select-theme-ver-3.4,wpb-js-composer js-comp-ver-4.12.1,vc_responsive
 

კონკურსი "ჩვენ გვახსოვს…"

კონკურსი "ჩვენ გვახსოვს…"

COVER

კონკურსი “ჩვენ გვახსოვს…” არის ახალგაზრდული პროექტი, რომელიც განკუთვნილია სკოლის მოსწავლეთათვის და სტუდენტთათვის, რომელთა ასაკია 15დან 22 წლამდე. კონკურსი ეძღვნება აფხაზეთისა და აგვისტოს ომის დაღუპულ გმირთა ხსოვნას. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა თაობა” საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდულ ორგანიზაცია “დავითიანნი”-ს ფინანსური მხარდაჭერითა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით.

ა პ ლ ი კ ა ც ი ი ს ფ ო რ მ ა

„ჩვენ გვახსოვს . . .“ საკონკურსო დავალებები არის კომბინირებული და შედგება 3 ტიპის დავალებებისაგან:

1. ტესტირება;

2. თემების კონკურსი;

3. პრეზენტაციის მომზადება.

პრეოქტ „ჩვენ გვახსოვს . . .“ – ნაშრომების შეფასების კრიტერიუმები:

გამომდინარე იქიდან, რომ კონკურსი არის ონლაინ რეჟიმში, და კონკურსანტებს აქვთ საშუალება შესაბამისი მასალები მოიძიონ ინტერნეტში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საპრეზენტაციო თემას, რომელიც მოცემულია საკონკურსო დავალების ბოლო კითხვად. მონაწილეებმა უნდა ორი თემიდან შეარჩიონ ერთ-ერთი და მოამზადონ სლაიდ-შოუ. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ პრეზენტაციის დავალევას ექნება დიდი უპირატესობა! შერჩეული კანდიდატები თემას წარადგენენ ეროვნულ კონფერენციაზე, რომელიც გაიმართება დაჯილდოვების ცერემონიალის დღეს!

კონკურსანტების ნაშრომების შეფასება მოხდება რამოდენიმე კრიტერიუმით:

1. სრულყოფილობა (თუ ნაშრომი მოსულია სრულიად, მისი კანდიდატურა განიხილება როგორც საპრეზენტაციო კანდიდატურა, თუ არა – უბრალოდ წარმატებული კონკურსანტი);

2. კონკურსანტები, რომლებიც ადგილზე (პრეზეტნაციის შემდეგ) ნაწილობრივ უპასუხებენ კითხვებს ან სრულიად, ექნებათ უპურატესობა (მათ ადგილზევე გამოავლენენ ცნობას);

3. ინტერნეტიდან პირადპირი Copy / Paste ანალიზის გარეშე – ფასდება ქულის ნახევრით;

4. ტესტები არის 1 ქულიანი, თემები – 6 ქულიანია თითო, და საპრეზენტაციო ნამუშევარი – 15 ქულა;

5. ერთმანეთის იდენტური ნაშრომები არ განიხილება;

6. ნაშრომები, რომლებიც შეიცავენ „სარკასტულ და ცინიკურ“ პასუხებს ფასდება 0 ქულით.