დავითიანნი | კინოკლუბი "მზესუმზირა" დუშეთს ეწვია
3085
post-template-default,single,single-post,postid-3085,single-format-standard,ajax_fade,page_not_loaded,,select-theme-ver-3.4,wpb-js-composer js-comp-ver-4.12.1,vc_responsive
 

კინოკლუბი "მზესუმზირა" დუშეთს ეწვია

კინოკლუბი "მზესუმზირა" დუშეთს ეწვია

დავითიანნის კინოკლუბი “მზესუმზირა” 16 ნოემბერს ესტუმრა დუშეთს, სადაც მოეწყო მხატვრული ფილმის „ ჰაჩიკო “ ჩვენება. კინოჩვენება გაიმართა დუშეთის გამგეობის დარბაზში, სადაც მოწვეულნი იყვნენ პროექტის “სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში” მონაწილეები და მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელები.

ფილმის შემდეგ გაიმართა დისკუსია-განხილვა სადაც ბავშვებმა ისაუბრეს ბევრ საინტერესო თემაზე, მათ შორის საყვარელ ცხოველებზე და მათთან დაკავშირებულ ისტორიებზე…ბავშვებმა სურვილი გამოთქვეს, რომ ხშირად ვესტუმროთ და ჩავუტანოთ საინტერესო და ახალი ფილმები.

აღნიშნული პროექტი გაგრძელდება და კინოკლუბი “მზესუმზირა” სხვადასხვა რეგიონს ესტუმრება.

httpv://www.youtube.com/watch?v=X2Vz47t12lI