დავითიანნი | კვირის მოვლენის არქივი
997
post-template-default,single,single-post,postid-997,single-format-standard,ajax_fade,page_not_loaded,,select-theme-ver-3.4,wpb-js-composer js-comp-ver-4.12.1,vc_responsive
 

კვირის მოვლენის არქივი

კვირის მოვლენის არქივი

კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნით დათარიღებული უძველესი პურის თონე და ჩარხი აღმოაჩინეს. გარდა ამისა, ნაპოვნია უნიკალური კონსტრუქციები, წარმართული სამლოცველოები და სახელოსნოები. 4 ჰექტარზე გადაჭიმულ ისტორიულ ძეგლს გარშემო უდიდესი გალავანი აკრავს, რომელიც ცხენისა და ვერძის თიხის ქანდაკებებით არის გაფორმებული. ეს ადგილი, სავარაუდოდ, წარჩინებულ პირთა რეზიდენციას წარმოადგენდა. არქეოლოგების განცხადებით, ეს არის მსოფლიოში პირველი შემთხვევა, როდესაც 1,100-წლიანი ისტორია უწყვეტადაა წარმოდგენილი – ბრინჯაოდან რკინის ხანაზე გარდამავალი პერიოდი, რომელიც კაცობრიობის განვითარების გზაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპოქაა. ___________________________________________________________________ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ლოცვა–კურთხევითა და პაატა ბურჭულაძის ფონდ „იავნანას“ თაოსნობით, თბილისში მახათას მთაზე დაიწყო ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის აგება. 17 აპრილს ტაძრის ისტორიული მშენებლობა დაიწყო, საუკუნის მოვლენაზე დასასწრებად მრევლი ქვეყნის 38–ვე ეპარქიიდან ჩამოვიდა. ტაძრის მშენებლობა გააერთიანებს ქართველ ერს, რადგან იგი თითოეული მოქალაქის შემოწირულობით აშენდება და იქნება ქვეყნის ერთიანობისა და სულიერი სიმტკიცის სიმბოლო. ღონისძიების ერთ–ერთი მხარდამჭერი ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნიცაა“. ___________________________________________________________________

1 მაისი – მშრომელთა საერთაშორისო დღე

პირველი მაისის ისტორია ამერიკაში, კერძოდ, ჩიკაგოში იწყება. 80 – ანი წლების ჩიკაგო მუშათა მოძრაობის აღიარებული ცენტრი იყო. ქალაქში მოქმედებდნენ შრომის რაინდების ორდენის სექციები, ამერიკულ პროფკავშირთა ფედერაცია, მუშათა სოციალისტური პარტია და სხვ. ამ ორგანიზაციების მიზანი „ძალადობისა და ექსპლუატაციის სისტემის სრულ განადგურება“ იყო, ამიტომ ისინი მოითხოვდნენ 15 საათიანი სამუშაო დღის შემცირებას რვა საათამდე. 1886 წლის მაისი მაშტაბური საპროტესტო გამოსვლებით დაიწყო. 1 მაისს აშშ-ში გაიფიცა 350 000 ადამიანი. გაფიცვების შემდეგ მუშებმა მიაღწეს სამუშაო დღის 8 საათამდე შემცირებას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პროტესტს უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია. გამოსვლებისას დაიღუპა ოთხი ანარქისტი, რომლებიც საპროტესტო ტალღის ფუძემდებლები იყვნენ, ამიტომ ამ დღეს მშრომელთა საქმისთვის დაღუპული ოთხი ანარქისტის ხსენების დღეთ მოიხსენიებენ. 1 მაისს მსოფლიოს ასამდე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, აღნიშნავენ. ეს არის მშრომელთა და ზოგადად სამოქალაქო სოლიდარობის დღე.

___________________________________________________________________