დავითიანნი | კვირის მოვლენა
1884
post-template-default,single,single-post,postid-1884,single-format-standard,ajax_fade,page_not_loaded,,select-theme-ver-3.4,wpb-js-composer js-comp-ver-4.12.1,vc_responsive
 

კვირის მოვლენა

კვირის მოვლენა

ბერმუდის სამკუთხედის ახლოს აღმოაჩინეს ჩაძირული ქალაქი

ოკეანოლოგების მიერ ჩატარდა მასშტაბური კვლევა, რომლის შედაგადაც ბერმუდის სამკუთხედის რაიონში აღმოაჩინეს დიდი ქალაქის ნანგრევები.
კუბის სანაპიროს გარშემო ოკეანის დათვალიერების შემდეგ, მეცნიერები იყვნენ ძალიან გაკვირვებულები, რადგან მათ აღმოაჩინეს უზარმაზარი ჩაძირული ქალაქი, რომელიც მდებარეობს ბერმუდის სამკუთხედში.
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ჩაძირული ქალაქის ნანგრევები, რომლებიც მდებარეობენ 600 მეტრის სიღრმეზე ოკეანეში ჩაძირული კონტინენტის, ცნობილი ატლანტის არსებობაზე მიუთითებს.
ოკეანის ფსკერზე გადარჩა მრავალრიცხოვანი არქიტექტურული შენობები და ძეგლები. თავად ქალაქის ცენტრში აღმოჩნდა სფინქსის რამოდენიმე სკულპტურა და ოთხი გიგანტური პირამიდა.

ატლანტიდა ძველი ბერძენი მოაზროვნის პლატონის ჩანაწერების მიხედვით, ჩვენს ერამდე ათი ათასი წლის წინ გაქრა. ლეგენდის მიხედვით კონტინენტი წყალდიდობამ ან ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია.