დავითიანნი | კვირის მოვლენა
1895
post-template-default,single,single-post,postid-1895,single-format-standard,ajax_fade,page_not_loaded,,select-theme-ver-3.4,wpb-js-composer js-comp-ver-4.12.1,vc_responsive
 

კვირის მოვლენა

კვირის მოვლენა

კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნით დათარიღებული უძველესი პურის თონე და ჩარხი აღმოაჩინეს. გარდა ამისა, ნაპოვნია უნიკალური კონსტრუქციები, წარმართული სამლოცველოები და სახელოსნოები. 4 ჰექტარზე გადაჭიმულ ისტორიულ ძეგლს გარშემო უდიდესი გალავანი აკრავს, რომელიც ცხენისა და ვერძის თიხის ქანდაკებებით არის გაფორმებული. ეს ადგილი, სავარაუდოდ, წარჩინებულ პირთა რეზიდენციას წარმოადგენდა. არქეოლოგების განცხადებით, ეს არის მსოფლიოში პირველი შემთხვევა, როდესაც 1,100-წლიანი ისტორია უწყვეტადაა წარმოდგენილი – ბრინჯაოდან რკინის ხანაზე გარდამავალი პერიოდი, რომელიც კაცობრიობის განვითარების გზაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპოქაა.