დავითიანნი | ინტერვიუ კინომცოდნე სოფო სურგულაძესთან
1916
post-template-default,single,single-post,postid-1916,single-format-standard,ajax_fade,page_not_loaded,,select-theme-ver-3.4,wpb-js-composer js-comp-ver-4.12.1,vc_responsive
 

ინტერვიუ კინომცოდნე სოფო სურგულაძესთან

ინტერვიუ კინომცოდნე სოფო სურგულაძესთან

28 ოქტომბერს დავითიანნის კინოკლუბ “მზესუმზირაში” ფილმის “ნიუ იორკის ბანდები” ჩვენება გაიმართა. საღამოზე კინომცოდნე სოფო სურგულაძე იყო მოწვეული, რომელმაც საკმაოდ საინტერესოდ იმსჯელა ფილმზე და მიმოიხილა სხვადასხვა საკითხები. გთავაზობთ ინტერვიუს სტუმართან:

რას გვეტყვით ამ ფილმის შესახებ?

stumari- ძალადობა არასდროს არაფრად ღირს. აგრესიის გარდა, ამ ფილმში არაფერია ნაჩვენები და ამ აგრესიას არც არანაირი დანიშნულება აქვს. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ. იქ არ არის თავისუფლებისთვის ბრძოლა, როცა პირველად ვუყურებდი ამ ფილმს, გამახსენდა მამაცი გული, სადაც არის თავისუფლებისთვის ბრძოლის და მისი მოპოვების დაუოკებელი სურვილი და აქაც მეგონა, რომ საბოლოოდ სიყვარული გაიმარჯვებდა, თუმცა ფინალში იმედი გამიცრუვდა. ნამდვილად მეგონა, რომ ლეონარდო დიკაპრიოს პერსონაჟი გადაიფიქრებდა, შურს აღარ იძიებდა და კარგად დასრულდებოდა, თუმცა შევცდი.

როგორც ვიცით, ეს ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე და მისი სცენარი 30 წლის განმავლობაში იქმნებოდა. როგორ ფიქრობთ, შეძლო თუ არა რეჟისორმა ზუსტად გადმოეტანა ის პერიოდი?
მინდა გითხრათ, რომ ამ ფილმმა ბევრი კინოკრიტიკოსის მოწონება დაიმსახურა. ისტორია ზუსტად არის გადმოტანილი ამ ფილმში და საზოგადოების დიდ ნაწილს ძალიან მოსწონს, უბრალოდ ჩემში, როგორც ადამიანში ძალიან დიდი უარყოფითი ემოცია გამოიწვია იმ სცენამ, როცა ამსტერდამი ბიბლიას ზღვაში აგდებს, როგორც მოქალაქე წინაღმდეგი ვარ, რომ ამგვარი აგრესია და ძალადობა გაშუქდეს ტელევიზიით. ძალიან რთულია შემდეგ ეს მოარიდო არასრულწლოვან ბავშვებს, რომელსაც ამგვარი კადრები ნამდვილად ავნებს, პირადად მე არ მინდა ჩემმა მცირეწლოვანმა შვილმა ამგვარი კადრები ნახოს.

როგორც კინომცოდნე, როგორ შეაფასებდით ფილმს, პროფესიული გადმოსახედიდან?

„ნიუ იორკის ბანდებში“ ჩემი აზრით, არცერთი კადრი არაა ღირებული. ასახულია სიღატაკე, რასიზმი და ყველაფერი საშინელება რაც ხდებოდა მე–19 საუკუნეში. სკორსეზეს ფილმები ყოველთვის გამოირჩევა ძალადობით, ქუჩური გარჩევით.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, სკორსეზე 30 წელი ფიქრობდა ამ ფილმის სიუჟეტზე, მის სხვა ფილმებზე რას იტყოდით?
ზოგადად მარტინ სკორსეზე გამოირჩევა ფილმებით, სადაც გადმოცემულია ძალადობა, ქუჩური გარჩევები, მას ყოველთვის განგსტერული ფილმები აქვს. მისი ბევრი ნამუშევარი ღირებულია, და მარტინ სკორსეზეს სახელი უკვე ქმნის ფილმის შთაბეჭდილებას, თუმცა ჩემთვის, როგორც პიროვნებისთვის მიუღებელია ამდენი ძალადობა.

თქვენთვის, როგორც კინომცოდნისთვის რომელი ჟანრია ყველაზე მისაღები და რომელს თვლით კომერციულად მომგებიანად?

პირადად მე, ძალიან მიყვარს ფსიქოლოგიური ფილმები, ასევე ფრანგული ფილმები. როგორც კინომცოდნე, ასევე როგორც პიროვნება, ადამიანურ ღირებულებებს დავაყენებ წინ და გადავიღებდი იმას, რაც ჩემთვის ღირებული და მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში კომერციაზე ვერ ვიფიქრებ.

ქართულ კინემატოგრაფიაზე რას იტყვით?
ძალიან ნიჭიერი მსახიობები და რეჟისორები გვყავს. ერთადერთი რაც არ მომწონს არის ის ფაქტი, რომ ამ ბოლო დროს ქართული ფილმების ძირითადი თემა არის ნარკომანია. ვფიქრობ სხვა ჟანრებშიც უნდა გვქონდეს განვითარება, საჭიროა გადავიღოთ ფილმები სიკეთეზე, სიყვარულზე. და მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ესთეტიურად იქნას გადაღებული.