დავითიანნი | თბილისის საკრებულოსა და საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნს" შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
3387
post-template-default,single,single-post,postid-3387,single-format-standard,ajax_fade,page_not_loaded,,select-theme-ver-3.4,wpb-js-composer js-comp-ver-4.12.1,vc_responsive
 

თბილისის საკრებულოსა და საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნს" შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის საკრებულოსა და საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნს" შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

10705004_851034624921508_151047221_n დღეს საკრებულოში ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა დღეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააქტო დარბაზში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საქართველოს საპატრიქრქოს ახალგაზრდული მოძრაობა ,,დავითიანნი’’-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა. დოკუმენტს დედაქალაქოს საკრებულოს მხრიდან საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა, ხოლო მეორე მხრიდან კი ახალგაზრდული მოძრაობის ,,დავითიანნი’’ პრეზიდენტმა მოაწერეს. კოტე სვანაძემ იმედი გამოთქვა, რომ ეს ურთიერთობა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის იქნება წარმატებული. განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ქ.-ნი თამარ ტალიაშვილმა „დავითიანნთან“ აქტიური თანამშრომლობის დაწყება დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ საკრებულომ რეალურად დაიწყო იმ ფუნქციის განხორციელება, რომელსაც ძალიან ელოდებოდა მოსახლეობა. ეს არის საზოგადოების აქტიური ჩართულობა ქალაქის ცხოვრებაში, მათ შორის კულტურულ-საგანმანათლებლო კუთხით. ,,საკრებულო, განათლებისა და კულტურის კომისია მხარს უჭერს იმ ინიციატივებსა და პროექტებს, რომელიც 10711230_851034514921519_1345241998_nთბილისელთა ინტერესებშია და საზოგადოების გაძლიერებას უწყობს ხელს. ამის მაგალითი იყო საკრებულოს მიერ 12 სექტემბერს ახალი ტრადიციის დამკვიდრება: საერთო-სახალხო მსვლელობა „… დღე როცა ვერ მოკლეს ილია“,-განაცხადა დეპუტატმა. მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს მხარეებს შორის თანამშრომლობა ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა თაობათა შორის გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური აზროვნების ხელისშეწყობა. ასევე მოზარდებში განათლების დონისა და მათი ანალიტიკური აზროვნების, არაფორმალური განათლების პროგრამების დანერგვისა და წიგნის კითხვისადმი ინტერესის გაზრდის, ამასთან რელიგიათა შორის კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებზე ურთიერთთანამშრომლობის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სოციალურად დაუცველი პირების კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობის ხელშეწყობა.
10711701_851034718254832_1388941754_n