დავითიანნი | თამთა ჩიქოვანი
459
post-template-default,single,single-post,postid-459,single-format-standard,ajax_fade,page_not_loaded,,select-theme-ver-3.4,wpb-js-composer js-comp-ver-4.12.1,vc_responsive
 

თამთა ჩიქოვანი

თამთა ჩიქოვანი

თამთა ჩიქოვანი – ერთგული დავითიანნელი. იგი ერთ-ერთი პირველთაგანია რომელიც დავითიანნის დაარსებიდან ჩართულია მის საქმიანობაში. თამთას აქტიურობითა და შრომისმოყვარეობით დავითიანნში ძალიან ბევრი ღონისძიება განხორციელდა: სპორტული ტურნირები, გამოფენები, მუსიკალური-არტ ფესტივალები, საქველმოქმედო ღონისძიებები. მისი მონდომება და საქმისადმი სიყვარული ყველა დავითიანნელისათვის სამაგალითოა. თამთა თავისი შრომისმოყვარეობითა და დიდი ენთუზიაზმით ხშირად უანგაროდ უდგას დავითაინნს გვერდით და უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებაში ეხმარება. დავითიანნი ხაზს უზვამს და განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს თამთა ჩიქოვანის ერთგულებისა და მონდომების მიმართ.

თამთა ჩიქოვანი დავითიანნზე: „აღარც მახსოვს, ზუსტად როდის (მემგონი 2008 წლის სექტემბერი იყო) მივედიდავითიანნში გიორგი მიქანაძის თხოვნით და უკვე იქ მყოფ ადამინებთან ერთადდავიწყე მუშაობა ჩემთვის ძალიან საინტერესო თემებზე. ამ ორგანიზაციაში ჩავდემთელი სული და გული. სამწუხაროდ, დღეს მე აღარ ვარ დავითიანნის თანამშრომელი, მაგრამ ეს არ ნიშნავსიმას, რომ მე დავითიანნელი არ ვარ. გიყვარდეთ და გაუფრთხილდით დავითიანნს! “