დავითიანნი | ველოტური რაბათში
3015
post-template-default,single,single-post,postid-3015,single-format-standard,ajax_fade,page_not_loaded,,select-theme-ver-3.4,wpb-js-composer js-comp-ver-4.12.1,vc_responsive
 

ველოტური რაბათში

ველოტური რაბათში

25 ოქტომბერს, დავითიანნის ორგანიზებით რაბათის ციხის ტერიტორიიდან მოეწყო ველოტური, სადაც მონაწილეობას იღებდა საქართველოს ოთხი უნივერსიტეტის 40 სტუდენტი. პროექტი ჩატარდა ბავშვთა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, წყაროს წყალი “ბაკურიანის”, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისა და rider’s dream -ის მხარდაჭერით, რომელმაც უზრუნველყო ველოტურის მშვიდობიანად და უსაფრთხოდ ჩატარებს.

ღონისძიების მიზანი გახლდათ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. აღნიშნული პროექტით დავითიანნი იწყებს თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების დაახლოების საკითხებზე მუშაობას. პროექტის სლოგანია: ჯანსაღი ახალგაზრდები საქართველოს მომავლისთვის ! აღნიშნული პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები გაიცნობენ ერთმანეთს და დამეგობრდებიან. მათ შორის მოხდება სხვადასხვა სახის გამოცდილების გაზიარება, ასევე მხარისა თუ რეგიონის კულტურისა და ცხოვრების წეს-ჩვეულებების გაცნობა. ასეთი ღონისძიებები ხელს შეუწყობს სრულფასოვანი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. პროექტის ფარგლებში იგეგმება შემეცნებითი, საგანმანათლებლო, სპორტული და კულტურული აქტივობები.

პროექტში მონაწილე უნივერსიტეტები: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

httpv://www.youtube.com/watch?v=i3eL5bCb2iE