დავითიანნი | ერთგული დავითიანნელი
3288
post-template-default,single,single-post,postid-3288,single-format-standard,ajax_fade,page_not_loaded,,select-theme-ver-3.4,wpb-js-composer js-comp-ver-4.12.1,vc_responsive
 

ერთგული დავითიანნელი

ერთგული დავითიანნელი

1

ვიკა ფილფანი – ერთგული დავითიანნელი

ვიკა უკვე 1 წელია რაც დავთიანნშია. ის ხელმძღვანელობს დავითიანნის კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტს. ვიკა ძალიან შრომისმოყვარე, მონდომებული და მიზანდასახულია. ამავე დროს ის არის მეგობრული და მხიარული. ვიკა დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს და ვიმედოვნებთ, რომ მასთან ერთად დავითიანნი, კულტურული მიმართულებით ბევრ სასარგებლო საქმიანობას განახორციელებს.

ვიკა – დავითიანნზე ასე მგონია ვიღაცამ ქვეყნის ტერიტორიაზე კარგი ადამიანები ამოკრიფა და დავითიანნში მოუყარა თავი ყველას ერთად. დავითიანნი არის ადგილი სადაც ახალგაზრდებს აქვთ საშუალება გამოეხმაურონ ყველა პრობლემას, ღიად დააფიქსირონ თავიანთი აზრი და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ყველა დაბრკოლების დროს მათ გვერდით ერთი დიდი ოჯახი დგას . „ერთი მთლიანი, დავითიანნი.“