დავითიანნი | ერთგული დავითიანელი
2068
post-template-default,single,single-post,postid-2068,single-format-standard,ajax_fade,page_not_loaded,,select-theme-ver-3.4,wpb-js-composer js-comp-ver-4.12.1,vc_responsive
 

ერთგული დავითიანელი

ერთგული დავითიანელი

გიორგი ლომსაძე – ერთგული დავითიანნელი
გიორგი დიდი ხანია რაც დავითიანნშია. ის საირმის გორაზე პირველი ექსპერიმენტალური სკოლის მოსწავლე იყო, როცა დავითიანნთან მეგობრობა დაიწყო, ახლა უკვე სტუდენტია. გიორგი ძალიან აქტიური, ენერგიული და შრომისმოყვარეა. გამოირჩევა ერთგულებით და შრომისმოყვარეობით. ის ჰიპერაქტიურია, ყოველთვის მზად არის დახმარებისთვის და გვერდში დგომისთვის. ვიცით, რომ გიორგი დავითიანნის ფარგლებს გარეთაც ბევრ კარგ საქმეს აკეთებს. მას თავდაუზოგავად შეუძლია მუშაობა და საქმის ყოველთვის ბოლომდე მიყვანა. ნებისმიერ დროს შეგიძლია მისი იმედი გქონდეს. გიორგი ნამდვილი საამაყო დავითიანნელია.

გიორგი ლომსაძე დავითიანნზე:

უკვე 4 წელიწადზე მეტია გასული რაც ერთი მთლიანი დავითიანნის წევრი ვარ. მინდა მადლიერებით აღვნიშნო, რომ დავითიანნმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩემს სულიერ და ინტელექტუალურ აღზრდაში. ეს ის ადგილია, სადაც ყოველთვის მიხარია მისვლა. დავითიანნში ყოველთვის მხიარული მეგობრული გარემოა და რაც მთავარია დავითიანნში იციან სიყვარულის ფასი! მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას სიყვარულისთვის და დაფასებისთვის, იმედი მაქვს რომ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვიქნები ამ დიდი ოჯახის წევრი. წარმატებები და წინსვლა მიყვარხართ და მეამაყებით ერთი მთლიანი… დავითიანნი !!!