დავითიანნი | დისციპლინირებული დავითიანნელი
596
post-template-default,single,single-post,postid-596,single-format-standard,ajax_fade,page_not_loaded,,select-theme-ver-3.4,wpb-js-composer js-comp-ver-4.12.1,vc_responsive
 

დისციპლინირებული დავითიანნელი

დისციპლინირებული დავითიანნელი

ნატა ლომიძე – დისციპლინირებული დავითიანნელი.
როდესაც დავითიანნში იკითხავ – რა შეგიძლიათ ნატაზე მითხრათ, ყველას პასუხი ერთნაირია-ნატას არ ავიწყდება თავისი მოვალეობები, მასთან ურთიერთობა და მუშაობა ყველას დიდ სიამოვნებას ანიჭებს.
მისი მონდომებითა და თანადგომითდავითიანნში ბევრი პროექტი განხორციელდა. ნატა ლომიძე წლებია აქტიურად უდგას დავითიანნს გვერდში და ვიმედოვნებთ, რომ პერიოდულად მომავალშიც გააგრძელებს დავითიანნთან ერთად საქმიანობას.

ნატა ლომიძე დავითიანნზე:

დავითიანნშითითქმის 3 წელი ვიმუშავე ოფის-მენეჯერად. უდიდეს სიამოვნებას და ბედნიერებას მანიჭებდა ტაძრის წიაღში საქმიანობა. დავითიანნმა ბევრი საყვარელი ადამიანი გამაცნო. ბევრი საინტერესო და ტკბილი დღე მაჩუქა. სამუშაოდან გამომდინარე დაძაბულობაც ბევრი იყო, ბევრი განსაცდელი და ათასმაგად ბევრი ბედნიერი დღე. ის ჩემთვის არამარტო სამსახური, არამედ ოჯახი გახდა. დავითიანნი ყოველთვის იყო და დარჩება ჩემს ნაწილად