დავითიანნი | დავით მარსაგიშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა
2473
post-template-default,single,single-post,postid-2473,single-format-standard,ajax_fade,page_not_loaded,,select-theme-ver-3.4,wpb-js-composer js-comp-ver-4.12.1,vc_responsive
 

დავით მარსაგიშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

დავით მარსაგიშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

დავით მარსაგიშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

22 მარტს, სპორტის სასახლეში მიმდინარე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი დავით მარსაგიშვილი (84 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა. ქართველმა ფალავანმა მთელი შეჯიბრება დამაჯერებლად ჩაატარა, ფინალური შეხვედრა კი სომხეთის ნაკრების წევრს მუსა მურთაზალიევს 2:0, 2:0 მოუგო და ოქროს მედალი დამსახურებულად მოიპოვა. გიორგიმ ფინალში სომხეთის ნაკრების წევრს დამაჯერებლად, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე მოუგო და ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. ამრიგად, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპირველობა 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

დავით მარსაგიშვილი დაიბადა 1991 წლის 30 მარტს, ყაზბეგის რაიონის სოფელ არშაში. არის ევროპის 2-გზის ჩემპიონი (2012, 2013) და ვიცე-ჩემპიონი (2011) 84 კგ. წონით კატეგორიაში. 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატის და 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი. 2011 წლის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის.