დავითიანნი | „დავითის სადროშე“
2650
post-template-default,single,single-post,postid-2650,single-format-standard,ajax_fade,page_not_loaded,,select-theme-ver-3.4,wpb-js-composer js-comp-ver-4.12.1,vc_responsive
 

„დავითის სადროშე“

„დავითის სადროშე“

2013 წლის 31 მარტს დავითიანნის სარაგბო კლუბის მოთამაშეების ბაზაზე დაარსდა „დავითის სადროშე,“ რომელიც მოქმედებს „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“- ის (როგორც ამას ბრძანებს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II) მსახურების, ერთგულებისა და დაცვის პრინციპით .
„დავითის სადროშეს“ პირველი ღონისძიების ფარგლებში სადროშეს წევრებმა მიიღეს მონაწილეობა საგურამოს წმ. გიორგის სახელობის ტაძრის გახსნის ცერემონიაში, გაეცნენ ზედაზენის მონასტრის ისტორიას, არქიტექტურას, წმ. იოანე ზედაზნელის ცხოვრებას და დაასუფთავეს ზედაზენის ნაკრძალი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დასუფთავების შედეგად 100 ტომარაზე მეტი ნაგვის ნარჩენი შეგროვდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენი მოსახლეობის ბუნებისადმი არასწორ დამოკიდებულებაზე. ეს ძალზედ სამწუხარო ფაქტია.
ასევე „დავითის სადროშე“- ს წევრები დაუმეგობრდენ საგურამოს მცირე ტიპის ბავშთა სახლის აღსაზრდელებს და მათთან ერთად გაატარეს ერთი დღე კულტურულ, შემოქმედებით და სპორტულ აქტივობებში.
დავითიანნი, „ დავითის სადროშეს“ წევრებს მადლობას უხდის, მისი ფასეულობათა „ღმერთი, სამშობლო ადამიანი “-ის მსახურების, ერთგულებისა და დაცვისათვის.