დავითიანნი | დავითიანნი აცხადებს ნაშრომების მიღებას კონკურსისთვის „კულტურული მემკვიდრეობის ელჩი“
3108
post-template-default,single,single-post,postid-3108,single-format-standard,ajax_fade,page_not_loaded,,select-theme-ver-3.4,wpb-js-composer js-comp-ver-4.12.1,vc_responsive
 

დავითიანნი აცხადებს ნაშრომების მიღებას კონკურსისთვის „კულტურული მემკვიდრეობის ელჩი“

დავითიანნი აცხადებს ნაშრომების მიღებას კონკურსისთვის „კულტურული მემკვიდრეობის ელჩი“

პროექტის მიზანია ახალგაზრდებში მივიწყებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მნიშველობის წარმოჩენა და საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაცნობა. კონურსში მონაწილეობა შეუძლია სტუდენტურ ჯგუფს (ჯგუფის წევრების რაოდენობა 4-5)

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ წარმოადგინონ ნაშრომები შემდეგ თემებზე: კულტურული ძეგლის ისტორიული გეოგრაფია, კულტურული ძეგლის კედლის მხატვრობა, ფერწერა. თემები ასევე შეიძლება შეეხოს კულტურული ძეგლის ეპიგრაფიულ, არქიტექტორულ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

• ნაშრომი უნდა გამოგზავნოთ ელ-ფოსტაზე elchi.davitianni@yahoo.com • თემის სათაური • ნაშრომები მოწოდებული უნდა იყოს MS WORD ფორმატში • ქართული ტექსტისთვის გამოიყენეთ SYLFAEN შრიფტი , ზომა 12, ინტერვალი 1.5. • ნაშრომი არ უნდა აღემატებოდეს 4000-ასო სიმბოლოს • ნაშრომის თავფურცელი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ავტორების სახელებს,გვარებს. ელექტრონული ფოსტის მისამართს და საკონტაქტო ტელეფონს

გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა საპრიზო თანხა-500 ლარის ოდენობით ნაშრომები მიიღება 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრამდე.

ნაშრომებს შეამოწმებენ ასოცირებული პროფესორები და გამოვლინდება 10 საუკეთესო ნაშრომი,რომელიც მონაწილეებმა უნდა წარადგინონ კონფერენციაზე პროექტი -„კულტურული მემკვიდრეობის ელჩი“, კონკურსის დასრულების შემდეგ. გამარჯვებული გუნდი დავითიანნის ბაზაზე, ჩაუდგება სათავეში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლა,პოპულარიზაციას.

საკონტაქტო ინფორმაცია: 595 78 86 67 ვიკა ფილფანი 598 51 02 14 ელენე სმაგლიუკი