დავითიანნი | დავითიანნის კინოკლუბ „მზესუმზირა“
2077
post-template-default,single,single-post,postid-2077,single-format-standard,ajax_fade,page_not_loaded,,select-theme-ver-3.4,wpb-js-composer js-comp-ver-4.12.1,vc_responsive
 

დავითიანნის კინოკლუბ „მზესუმზირა“

დავითიანნის კინოკლუბ „მზესუმზირა“


დავითიანნის კინოკლუბ „მზესუმზირაში“ 9 ნოემბერს, გაიმართა ფილმის “ნეტავ იქ თეატრი არის?” ჩვენება. სტუმრად მოწვეული იყო ფილმის რეჟისორი ქალბატონი ნანა ჯანელიძე. შემოგთავაზებთ ინტერვიუს სტუმართან, რომელიც ფილმის ჩვენების შემდეგ ჩაიწერა.

როგორ გადაწყვიტეთ ამ ფილმის გადაღება ?

– მე შემთხვევით მოვხვდი რუსთაველის თეატრში, სადაც კახი თამაშობდა სპექტაკლში” კავსაძეების ოჯახი”. არაფერი წინასწარ არ იყო დაგეგმილი. მოგეხსენებათ ბატონი კახი როგორ ყვება ხოლმე ისტორიებს. როდესაც სპექტაკლი დამთავრდა, შევედი ბატონ კახისთან, გავუმხილე ჩემი განზრახვა და მას გაეღიმა.……ვუთხარი ეს, რომ არ გადავიღოთ დიდი დანაშაული იქნება –მეთქი, ეს ყველამ უნდა ნახოს! თუმცა გართულდა შემდგომი პერიოდი. თანხებთან დაკავშირებით პრობლემა შეგვექმნა.. 1 წლის მერე შევიტანე პროექტი კინოცენტრში და მივიღე დაფინანსება.. მაგრამ ამის შემდეგ მოსაძებნი იყო გადასაღები ადგილი, რაც ასევე დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. გაგვახსენდა,რომ საბჭოთა კავშირში ბევრი ქარხანა იყო და დავიწყეთ სიარული ქარხნებში. ავარჩიეთ გადასაღები ადგილი და შემდეგ შევიტანეთ საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი დეკორაცია.

ძალიან რთულია ითამაშო საკუთარი თავი, როგორ დათანხმდა ბატონი კახი?

– სხვათაშორის ძალიან საინტერესოა, ერთ-ერთ ფესტივალზე მან მიიღო პრიზი კაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ,ეწერა: კახი კავსაძემ შეასრულა კახი კავსაძის როლი. მინდა გითხრათ, რომ გადაღების პერიოდში სულ ვჩხუბობდით , ის მეუბნებოდა რომ ამდენი ჩემი თავის ყურება ვის შეუძლიაო, ვიღაც ბებერი კაცი ლაპარაკობსო, თუმცა სხვა მაგალითების მოშველიებით მას იდეა ძალიან მოეწონა და დათანხმდა. ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო მასთან მუშაობა, და ის სამმაგად იხარჯებოდა.

კახისა და ბელას ურთიერთობაზე რას იტყვით?

ბელა იყო ვარსკვლავი, რომელზეც ყველა გიჟდებოდა. კახი 12 წელი ელოდა ბელას.. 12 წლის მერე ბელამ მოიცალა კახისთვის და მათი სიყვარულის ისტორია არის ყველასთვის სანუკვარი და სამაგალითო.

ოგორ დაიწერა ფილმის ფინალი?

– ფინალის 8 ვერსია არსებობდა და ძალიან დიდი დავა მიდიდოდა ამაზე. ერთხელ წავედით მარჯანიშვილის თეატრში, კახის ზომა ჩოხა უნდა გვეპოვა გარდერობში და ამ დროს შემოვიდა ბაია დვალიშვილი.. მისი ბაბუა იყო აკაკი ვასაძე.. ბაია და კახი საუბრობნდნენ, და ბაიამ კახის უთხრა: იცი რა თქვა აკაკიმ დარდაცვალების წინ? : “ნეტავ იქ თეატრი არის?” აი ამ ფრაზამ შეცვალა ფინალიც და ფილმის სათაურიც!

რას იტყვით დღევანდელ სიტუაციაზე მსახიობებს და რეჟისორებზე?

– ჩვენ გვყავს კარგი მსახიობებიც და რეჟისორებიც, დღეს ჩვენი ყველაზე მთავარი პრობლემაა სახსრების არ ქონა ,რათა გადავიღოთ უფრო და უფრო მეტი კარგი ფილმი. იმედია ყველა პრობლემა მოგვარდება და ქართული კინემატოგრაფია მეტად განვითარდება.