დავითიანნი | დავითიანნის ახალგაზრდებმა რთველში მიიღეს მონაწილეობა
2978
post-template-default,single,single-post,postid-2978,single-format-standard,ajax_fade,page_not_loaded,,select-theme-ver-3.4,wpb-js-composer js-comp-ver-4.12.1,vc_responsive
 

დავითიანნის ახალგაზრდებმა რთველში მიიღეს მონაწილეობა

დავითიანნის ახალგაზრდებმა რთველში მიიღეს მონაწილეობა

ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ 27 სექტემბერს იმყოფებოდა კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში; სტუმრად მიშა გიორგაძესთან, სადაც ახალგაზრდა დავითიანნელებმა მონაწილეობა მიიღეს რთველის პროცესში. რთველის პროცედურებში აგრეთვე მონაწილეობდნენ და ფირზე აღბეჭდავდნენ უკრაინელი ჟურნალისტები. დავითიანნელებმა მოინახულეს XVI საუკუნის ველისციხის მარან-მუზეუმი „ნუმისი“, გაეცნნენ ქართული ღვინის სახეობებსა და ღვინის დაწურვის მეთოდებს, ასევე მასპინძელთან ერთად უკრაინელ სტუმრებს გააცნეს ქართული კულტურის ტრადიცია და ადათ-წესები.