დავითიანნი | „გარემოსდაცვითი განათლება მოსწავლეებისთვის“
2687
post-template-default,single,single-post,postid-2687,single-format-standard,ajax_fade,page_not_loaded,,select-theme-ver-3.4,wpb-js-composer js-comp-ver-4.12.1,vc_responsive
 

„გარემოსდაცვითი განათლება მოსწავლეებისთვის“

„გარემოსდაცვითი განათლება მოსწავლეებისთვის“

პროექტი „გარემოსდაცვითი განათლება მოსწავლეებისთვის“ ხორციელდება ორგანიზაცია დავითიანნის გარემოსდაცვითი კომიტეტის მიერ.
პროექტი წარმოადგენს არაფორმალური განათლების ხელშეწყობასა და მოსწავლეების გააქტიურებას (მე-8 – მე-12 კლასის ჩათვლით) გარემოსდაცვითი მიმართულებით.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება 10 სამუშაო-სემინარი, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება ისწავლონ უფრო მეტი ამ საკითხთან მიმართებაში. მათ შეხვდებიან და გაესაუბრებიან სხვა გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც გააცნობენ თავიანთ პროექტებს ახალგაზრდებს და დაეხმარებიან შექმნან ეკოკლუბები სკოლებში, რათა განახორციელონ სხვადასხვა სახის გარემოსდაცვითი აქტივობა. სასემინარო ციკლის ფარგლებში მოსწავლეებს ექნებათ გასვლითი ტური, რომელიც იქნება შემეცნებითი სახის, ორგანიზატორები აუხსნიან ეკო-ტურიზმისა და ეკო-ექსკურსიების მნიშვნელობას, ასევე ტურის ფარგლებში ჩაუტარდებათ პრაქტიკული სამუშაო კარვების გაშლასა და ექსპედიციისათვის საჭირო მასალების გამოყენებაში.
პროექტის დასასრულს მოსწავლეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 27 მაისი.

გარემოსდაცვითი განათლება მოსწავლეებისთვის ანკეტა