დავითიანნი | გამოკითხვის შედეგად რუსთავი 2 პირველ ადგილზეა
2887
post-template-default,single,single-post,postid-2887,single-format-standard,ajax_fade,page_not_loaded,,select-theme-ver-3.4,wpb-js-composer js-comp-ver-4.12.1,vc_responsive
 

გამოკითხვის შედეგად რუსთავი 2 პირველ ადგილზეა

გამოკითხვის შედეგად რუსთავი 2 პირველ ადგილზეა

დავითიანნის საიტზე მიმდინარეობდა გამოკითხვა, რომელშიც 200-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხვა მიზნად ისახავდა გამოევლინა ყველაზე ყურებადი ქართული ტელეარხი.
ლიდერობა არავის დაუთმო რუსთავი 2-მა, რომელმაც ხმების 39,62% მოიპოვა. მას მოსდევს იმედი და მაესტრო . მათ შორის განსხვავება მხოლოდ 1 ხმაშია. 9,91%-ით ერთსულოვნება მეოთხე ადგილზე გავიდა. შემდეგ არის უკვე GDS 5.19%-ით, კომედი არხი 4,72%-ით, TV 9 2,83%-ით და ობიექტივი 1,89%-ით.
მართალია გამოკითხულთა რაოდენობა არც ისე დიდია იმისათვის, რომ ზოგად სურათზე შეგვიქმნას წარმოდგენა, მაგრამ სტატისტიკა მაინც საინტერესოა. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში მოხვდა ისეთი არხები, რომლებიც არცთუ ისე დიდი ხანია რაც შეიქმნა.