დავითიანნი | გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებისადმი მიღღვნილი წიგნის კითხვის დღე
2847
post-template-default,single,single-post,postid-2847,single-format-standard,ajax_fade,page_not_loaded,,select-theme-ver-3.4,wpb-js-composer js-comp-ver-4.12.1,vc_responsive
 

გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებისადმი მიღღვნილი წიგნის კითხვის დღე

გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებისადმი მიღღვნილი წიგნის კითხვის დღე

29 ივნისს თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში დავითიანნისა და ინტელექტუალური კლუბის ,,წიგნის მეგობრების” ორგანიზებით წიგნის კითხვისადმი მიძღვნილი მორიგი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დაესწრო.
შაბათი დღე მიეძღვნა გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებას. მოწვეულ სტუმართა შორის იყო მხატვარი და მწერალი რეზო ემილიანე ადამია. თავდაპირველად ჩატარდა ლიტერატურული კონკურსი ახალგაზრდებს შორის. კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლო. ამის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებულები. მათ საჩუქრად გადაეცათ მაღაზიათა ქსელი ,,ბიბლუსის” წიგნები, ხოლო საზოგადოებრივი რადიო, FM 102.4, გამარჯვებულს საშუალებას მისცემს ჩაწეროს გალაკტიონის ერთ–ერთი ლექსი. აუდიო ჩანაწერი კი, რადიო ეთერში იტრიალებს .


კონკურსის დასრულებისთანავე,ბიბლიის მეოთხე თავის წაკითხვის შემდეგ, ახალგაზრდებმა გალაქტიონ ტაბიძის შემოქმედება განიხილეს. უწმინდესმა ბევრი ისაუბრა გალაქტიონის შესახებ და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ამბავიც გაიხსენა.