დავითიანნი | გააცოცხლე საქართველოს ისტორია
3482
post-template-default,single,single-post,postid-3482,single-format-standard,ajax_fade,page_not_loaded,,select-theme-ver-3.4,wpb-js-composer js-comp-ver-4.12.1,vc_responsive
 

გააცოცხლე საქართველოს ისტორია

გააცოცხლე საქართველოს ისტორია

ექსკურსია დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმში

DSC_0333 ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნი, ყოველთვიურად ახორციელებს მასშტაბურ შემეცნებით ექსკურსია ტურს სახელწოდებით: „გააცოცხლე საქართველოს ისტორია“. პროექტის ფარგლებში შედგა ოთხი გასვლითი ღონისძიება, საქართველოს სხვადასხვა მხარეში: კრწანისი, დიდგორი, რუის ურბნისი და ბოლოს ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე ისტორიულ ადგილებზე. ახალგაზრდები ნახულობენ აპლიკაციას ჩვენს Facebook გვერდზე და სურვილის შემთხვევაში მონაწილეობენ. ექსკურსიის დროს, გიდობას მათივე თანატოლები უწევენ, რომლებიც წინასწარ ამზადებენ პრეზენტაციას კონკრეტული ისტორიული ადგილის მნიშვნელობისა და ღირებულების შეახებ. საღამოს ხდება დღის მანძილზე მიღებული ინფორმაციის ერთგვარი შეჯამება და დებატები მონაწილეთა შორის სხვადასვა ისტორიულ საკითხზე. DSC_0335ამის შემდეგ არის ფილმის ჩვენება, პარალელურად სურვილის შემთხვევაში ტრადიციულად ვიკრიბებით მეგობრულ გარემოში კოცონთან, მიუხედავად იმისა რომ წამოსულთა სრული უმრავლესობა არ იცნობს ერთმანეთს, საღამოს კოცონთან „დიდიხნის ნაცნობებივით“ ვერთობით ხოლმე. უკვე მეოთხედ მოეწყო გასვლითი ღონისძიება საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე, ამჯერად მოვინახულეთ ხაშურის მუნიციპალიტეტის მნიშველოვანი ადგილები: 10799697_791957937530121_1307768937_nსაზოგადო მოღვაწისა და ქვეყნის დიდი მამულიშვილის დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი, წრომის ტაძარი და სურამის ლეგენდარული ციხე. დღის მანძილზე არის სხვადასხვა სახის გასართობი თამაშები რისი მეშვეობითაც უახლოვდებიან ერთმანეთს და იძენენ ახალ მეგობრებს. ისტორიული ადგილების მონახულების შემდეგ ვივახშმეთ და ვუყურეთ ფილმს „ზეციური სამეფო“. ამ თვეში კიდევ ერთ გასვლით ტურს შემოგთავაზებთ, კონკრეტულად სად? როგორ? როდის? მალე გაიგებთ… ასე რომ მოემზადეთ დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის! შემოგვიერთდით 😉 10805413_791955064197075_352616386_n 10799697_791958267530088_1778542021_n10808110_791958257530089_1572864497_n10808133_791955037530411_1252727570_n10808243_791958264196755_1485493651_n10808373_791957900863458_668194603_n10808385_791957927530122_1033172704_n10811358_791955067530408_1568098755_n10811641_791955014197080_1951021900_n10815994_791955024197079_426629665_n10816057_791954954197086_109969492_nDSC_0111DSC_0115DSC_0146DSC_0149DSC_0152DSC_0157DSC_0176DSC_0189DSC_0190DSC_0325DSC_0326DSC_0332