დავითიანნი | ახალგაზრდული პრობლემების შემსწავლელი ჯგუფი
2409
post-template-default,single,single-post,postid-2409,single-format-standard,ajax_fade,page_not_loaded,,select-theme-ver-3.4,wpb-js-composer js-comp-ver-4.12.1,vc_responsive
 

ახალგაზრდული პრობლემების შემსწავლელი ჯგუფი

ახალგაზრდული პრობლემების შემსწავლელი ჯგუფი

მოძრაობა „დავითიანნთან“ არსებული ახალგაზრდული პრობლემების შემსწავლელი ჯგუფი აცხადებს ტრენინგს თემაზე :

„სტუდენტური უფლებები“

აღნიშნულ ტრენინგზე მოხდება სტუდენტური უფლებებისა და ვალდებულებების გაცნობა, თუ როგორ ხდება მათი სამართლებრივი რეგულირება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

ტრენინგის მიზნები:

  • ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდება, სტუდენტურ უფლებებთან დაკავშირებით.
  • სტუდენტებმა მიიღონ უფრო მეტი და ზუსტი ინფორმაცია თავიანთი უფლებების შესახებ,რომ შეძლონ ამ უფლებების კანონიერად დაცვა.
  • აზრთა გაცვლა–გამოცვლის, დაკვირვების, საჭირო ინფორმაციის მოპოვებისა და სხვადასხვა აქტივობებზე მუშაობის შედეგად, მონაწილეებმა მიიღონ ინფორმაცია სტუდენტური უფლებების შესახებ და იყვნენ ორგანიზებულნი, რათა შეძლონ სამართლებრივი ბრძოლა სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 1 დღე

ტრენინგი ჩატარდება 29 მარტს. მონაწილეობის მიღება შეუძლია ბაკალავრიატის ნებისმიერ სტუდენტს. ტრენინგში მონაწილეობის მიღება უფასოა. გაიცემა სერთიფიკატები.

რეგისტრაციისათვის, გთხოვთ, 18 მარტამდე შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მისამართი: ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნი, ქ.თბილისი, რუსთაველის

გამზირი 21.

მობილური: 598 635-915

ელ.ფოსტა: davitianni@gmail.com ვებ-გვერდი: www.davitianni.ge

კომიტეტის მიზნებია:
• ახალგაზრდებისთვის(სტუდენტებისთვის) აქტუალური პრობლემების შესწავლა და რეაგირება.
• სტუდენტის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა.
• ახალგაზრდების მეტი ჩართულობა საზოგადოებრივ პროცესებში.
• ახალგაზრდული ინიციატივით სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა.