დავითიანნი | ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნის განცხადება 17 მაისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით
2710
post-template-default,single,single-post,postid-2710,single-format-standard,ajax_fade,page_not_loaded,,select-theme-ver-3.4,wpb-js-composer js-comp-ver-4.12.1,vc_responsive
 

ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნის განცხადება 17 მაისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნის განცხადება 17 მაისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

17 მაისს თბილისში განვითარებული მოვლენები, საზოგადოებაზე მიწოდებული ინფორმაცია და მიწოდების ფორმა იყო საკმაოდ დამთრგუნველი, შეურაცხმყოფელი, მაპროვოცირებელიც რიგ შემთხვევებში. მიგვაჩნია, რომ მედიის და საზოგადოების ყველა წევრის მხრიდან ინფრომაციის მიწოდებაზე და გავრცელებაზე ყველამ უნდა იგრძნოს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა. აუცილებელია მართებული განმარტებები და არა ფაქტების ტენდენციური, ემოციური, გადაუმოწმებელი ინტერპრეტაციები, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. შესაბამისად საზოგადოებაშიც შეიქმნა არასწორი დამოკიდებულება და ფონი.
– – –
რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები იყო არასასიამოვნო და შეურაცხმყოფელი, ალბათ ყველა იმ ადამიანისთვის ვინც ეს ნახა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოში არ არის მართებული და საჭირო ამ პრობლემებზე ამ ფორმით აქცენტირება და საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანება. შესაბამისად, მსგავსი სახის აქციის, ან “პარადის” გამართვა არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად. ვფიქრობთ, რომ ეს პრობლემა უფრო გართულდება და რეალურ უმართავ დაპირისპირებებში და შეურაცხყოფებში გადაიზარდა. ქართველი ერი, მადლობა ღმერთს, ჰუმანური, მიმტევებელი, შემწყნარებელი ერია. ამ მხრივ, ჩვენის საზოგადოების დამოკიდებულებაში „ოქროს შუალედი“ დაცული იყო. ეჭვი გვაქვს, რომ დღეს განვითარებული მოვლენების შემდეგ, დიდი რისკია რეალურად დაიწყოს სექსულაური ნიშნით ძალადობები და ეს უფრო აგრესიულ და უკონტროლო ხასიათს შეიძენს. მსგავსი ფაქტები 17 მაისის საღამოსვე უკვე დაფიქსირდა. რა თქმა უნდა, ეს სამწუხარო ფაქტია და ვფიქრობთ, სრული პასუხისმგებლობა აქციის იდეის ავტორებსა და ორგანიზატორებს უნდა დაეკისროთ, ასევე მათ უკან მდგომ ადამიანებსა და ორგანიზაციებს. ვფიქრობთ, რომ მათ კარგად იცოდნენ საზოგაოდების ეს რეაქცია. ხაზგასასმელია, რომ თავად იმ ადამიანებშიც, რომელი ადამიანებიც საკუთარ თავს ამ სახით უმცირესობას უწოდებენ, – აზრი გაყოფილია. ბევრი მათგანი ამ თვალსაზრისით ჯანსაღად აზროვნებს და წინააღმდეგია აქცია–პარადების და დემონსტრაციების. ცნობილია, რომ შიდა წრეებშიც აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება გააჩნიათ.

– – –
შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ 17 მაისს თბილისში გამართული აქცია იყო მცირე ჯგუფის მიერ ხმაურიანად დაგეგმილი პროვოკაცია. 17 მაის აქციაზე ჩვენი დედები იყვნენ გამოსული, მათ ეს თემა არ ესმოდათ, არ იცოდნენ, მაგრამ შვილებზე მზრუნველობით გამოვიდნენ, მორიდებული დაბნეული დედები. გამოვიდნენ მამები, პაპები რომელთაც სცხვენოდათ ამ თემაზე საუბარი, ბებიები, რომლებიც ტიროდნენ. აქციის პროვოცირებულობა და მართულობა იქდანაც ჩანს, რომ ხალხის გასაღიზიანებლად შეკრების ადგილებში პერიოდულად შემოდიოდა ინფორმაციები ახლა „ნარიყალაზე იკრიბებიან დავესხათ“, „რედისონში გეგმავენ, როგორ უნდა მოიქცნენ“, „რომ დაიშლებით მერე გამართავენო“ და ასე შემდეგ. ამის მერე ორგანიზებულად შემოდის ქალაქის მერიის დაქვემდებარებულობაში მყოფი რამდენიმე „ყვითელი ავტობუსი“ და სამარშუტო ტაქსი, პირდაპირ გამწარებული ხალხის მასაში, ვიღაც ამბობს – “იქ სხედან” და ყველა მომიტინგე მათ დაესია. ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი. იქ შეკრებილი გამწარებული ხალხი შეურაცხყვეს, დასცინეს, დაამცირეს, “აპამპულავეს”.
– – –
ნუ გაგიკვირდებათ მეგობრებო საზოგადოების უმრავლეს ნაწილს აქვს განცდა, რომ მსგავსი აქციებით ხდება ქართული ტრადიციის, კულტურის, ადათ–წესების, ოჯახის, ყველა ღირებულება–ფასეულობის, სარწმუნოების შეურაცხყოფა. იმ სარწმუნოებისა, რომლისთვისაც ქართულმა ჯიშმა და გენმა ასი ათასობით მოწამე და გმირი შესწირა. დიახ, ქრისტიანობამ შემოგვინახა დღემდე, დიახ ქრისტიანობა ეკლესია–მონასტრებს გვიძლიერებს ბევრ საზღვრისპირა რეგიონში და იქ ოჯახებს ეხმარებიან დამკვიდრებაში, რომ საზღვართან ქართული სოფელი იყოს ძლიერი. დიახ ეკლესია, ქრისტიანობაა დღეს რომ მივდივართ და ვამაყობთ „მე ქართველი ვარ!“, მისი დამსახურებაა. შესანამისად, როდესაც ადამიანს აქვს განცდა ამ ყველაფერს ფეხქვეშ უთელავენ, სულში აფურთხებენ, დასცინიან – მათ ამაზე ექნებათ წინააღმდეგობა. თუ გინდა რომ პატივი გცენ შენ, თავად უნდა სცე პატივი.
– – –
მიგვაჩნია, რომ არ შეიძება რაიმე ნიშნით ადამიანის შეურაცხყოფა ან დისკრიმინაცია. ჩვენ ყველანაირ ძალადობას ვეწინააღმდეგებით. ამის წინააღმდეგ, როგორც ჩვენ ვთვლით თავს ვალდებულად, ისე მთელი საზოგადოება უნდა დადგეს. განვითარებულ ქვეყნებშიც არის აზრთა სხვადასხვაობა. მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ამ ნიშნით მკვლელობების, შეურაცხყოფის, ცემის ხშირი ფაქტები. იქ ეს ადამიანის თავისუფლება სამართლებრივ, საკანონდმებლო დონეზეა დარეგულირებული. ჩვენს რეალობაში ამ საკითხის რეგულირება კულტურალურ დონეზე ხდება. ევროპა ბოლო დროს განსაკუთრებით აქტიურობს და ცდილობს ამ მხრივ წინააღმდეგობის წამოწყებას. არის უკვე რიგი ფაქტებისა. მსგავსმა აქციებმა არაადექვატური ფორმებიც მიიღო, ნორვეგიაში მოზარდებს და მცირეწლოვან 5-10 წლის ბავშვებს “გეი–პარადი” ჩაატარებინეს. ინ ფონზე, როცა განვითარებულ მსოფლიოში აზრთა სხვადასვაობაა, არის სერიოზული დაპირისპირებები ქართული საზოგადოება ამას მითუმეტეს ვერ მიიღებს და არ შეეგუება. გასათვალისწინებელი ფაქტია, რომ 17 მაისს რუსთაველის გამზირზე გამოსული ადამიანები აპროტესტებდნენ არა სექსუალური უმცირესობების არსებობას, არამედ აქციების გამართვას და წინააღმდეგობა უშუალოდ აქციის ორგანიზატორებისკენ იყო მიმართული და არა უმცირესობებისაკენ. თუმცა, ხშირად მედიაში არაპროფესიონალიზმის გამო, ხშირად განზრახ და ხშირად საზოგადოების წევრებიც მოვნენებს არასათანადო შეფასებას ვუკეთებთ. რაც თავის მხრივ საგულისხმო, გასათვალისწინებელი და ხშირად საპასუხისმგებლოა.

– – –
ყურადღება არის მისაქცევი, 17 მაისს აქციაზე საზოგადოების დიდი ნაწილი გამოვიდა. მათ შორის იყვნენ მოძღვრები, მრევლი, მორწმუნეები, ურწმუნოები, ქალები კაცები, დიდები, პატარები. სასულიერი პირის „სტატუსით“ ეკლესიიდან განკვეთილი სასულიერო პირებიც. ყველა თავის პროტესტს გამოთქვამდა და ყველას თავისი გამოხატვის ფორმა ჰქონდა. უმეტესობა სასულიერო პირებისა, გამწარებულ, აფექტის მდგომარეობაში მყოფ მრევლს ამშვიდებდა და უკონტროლოდ ქცეული ემოციური მოქალაქეები თავად მღვდლებსაც ეწინააღმდეგებოდნენ სიმშვიდისკენ და არა ძალადობისკენ მოწოდების გამო. ერთ–ერთ სასულიერო პირს აბრალებდნენ, რომ სკამით ძალადობდა, თითქოს არის ასეთი ფოტო. რეალურად, მოგვიანებით გაირკვა, რომ სხვას წაართვა ძალადობის თავიდან ასაცილებლად და სხვა შინაარსის ფოტოოდ რეალიზდა. ფაქტია, რომ სასულიერო პირები იჭერდნენ თადარიგს, რომ ძალადობა არ მომხდარიყო და მრევლს აფრთხილებდნენ მაქსიმალურად მორიდებოდნენ დაპირისპირებას. თუმცა, გასათვალისწინებელია, როდესაც ამ ყველაფერს ფეხქვეშ გითელავენ, განცდა გაქვს რომ ოჯახს გიუპატიურებენ, სამშობლოს და სულში გაფურთხებენ, ძნელია ადამიანი არ აყვე ემოციას. მითუმეტეს, როცა ხდება მოვლენების ორგანიზენული პროვოცირება და ნერვებზე თამაში.

– – –
და ბოლოს, მიგვაჩნია რომ 2013 წლის 17 მაისს რუსთაველის გამძირზე თბილისში და ზოგადად საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირბით უნდა მოხდეს გამოძიება, მომხდარ ფაქტთან დაკაშირებით გამოვლინდნენ დამნაშავეები და დაისაჯოს ყველა დამნაშავე. უპირველეს ყოვლისა, უნდა დაისაჯოს საზოგადოების შეურაცხმყოფელი, დამცინავი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელმაც ეს პროვოკაცია მოაწყო და ხელი შეუწყო.

ღმერთს ვებარებოდეთ.

მომავლის იმედით და ქრისტესმიერი სიყვარულით

ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნი