დავითიანნი | ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნი
1701
post-template-default,single,single-post,postid-1701,single-format-standard,ajax_fade,page_not_loaded,,select-theme-ver-3.4,wpb-js-composer js-comp-ver-4.12.1,vc_responsive
 

ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნი

ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნი

 

ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნი

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ქვეყანაში დღეს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად ვთვლით როგორც ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ, ჩვენი პოზიცია ღიად დავაფიქსიროთ.

ვგმობთ იმ ფაქტებს, რაც სასჯელაღსრულების სისტემაში გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში ვთანამშრომლობდით საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთანდა ვცდილობდით პატიმრებისათვის შეგვემსუბუქებინა მათი მდგომარეობა, სამინისტროს მუშაობას არაეფექტურად მივიჩნევთ. ვინაიდან, სისტემაში ადგილი ჰქონდა დემოკრატიის მთავარი პრინციპის, ადამიანის უფლების, თავისუფლებისა და ღირსების შელახვის, დღევანდელი განვითარებული მსოფლიოსათვის, უპრეცედენტოდ შემაძრწუნებელ ფაქტებს.

ჩვენი პოზიციაა,ჩატარდეს გამოძიება და კანონის ფარგლებში ყველა ვინც მონაწილეობდა და ხელს უწყობდა დანაშაულებრივ ქმედებებს სათანადოდ აგოს პასუხი. მოცემულ სიტუაციაში აუცილებლად მიგვაჩნია ჩვენს საზოგადობაში შეიქმნას სამართლიანობის აღდგენის უმნიშვნელოვანესი პრეცედენტი, რომელიც ქართველი ერის სიმხნევესთან, სიმტკიცესთან და მორალურ, ზნეობრივ, კულტურულ, ტრადიციულ და რაც მთავარია სულიერ ღირებულებებთან არის დაკავშირებული.

ჩვენ, როგორც ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნი, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გვინდა გამოვეხმაუროთ ახალგაზრდულ, სტუდენტურ ინიციატივას. რამდენადაც დემორალიზებული და წელში გატეხილები ვართ, იმდენად ამაყები ვართ იმით, რომ საქართველოს ასეთი ძლიერი, ასეთი თავისუფალი, ასეთი სამართლიანი ახალგაზრდები ჰყავს. ახალგაზრდობამ განსაკუთრებული სიმტკიცე გამოიჩინა. დავითიანნის წევრები პირველივე დღიდან შევუერთდით სტუდენტურ ინიციატივებს და აქტიურად ვღებულობდით მონაწილეობას სტუდენტების მიერ ორგანიზებულ აქციებში. გამომდინარე იქიდან, რომ ემოცია იყო გულწრფელი და ერთსულოვანი, – სტუდენტურ შეკრებებს განსაკუთრებული ორგანიზება არ დასჭირვებია და ამ ერთობამ შედეგიც გამოიღო. თუ მოვლენებს არ დავაკვირდით და გონივრულად არ მივუდექით,უკვე არის შესაძლებელი, რომ სხვადასხვა დაინტერესებულმა ჯგუფებმა ცუდად გამოიყენონ სტუდენტების გულწრფელობა, რაც ვფიქრობთ დააზიანებს ჩვენს ახალგაზრდებს. ახალგაზრდებო ჩვენ ჩვენი ერთობით დავამტკიცეთ, რომ ახალგაზრდებს შეგვიძლია პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, – ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ფხიზლად ვართ!ჩვენ ყოველთვის ყველა ახალგაზრდას მოვუწოდებთ საზოგადოებრივი აქტიურობისკენ, ვიგრძნოთ ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დავეხმაროთ ჩვენს ქვეყანას განვითარებაში. არა მხოლოდ ასეთ უმძიმეს სიტუაციაში და დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე, არამედ საზოგადოების განვითარების ყველა ეტაპზე. სწორედ მომავალმა თაობამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე ქვეყნის გადარჩენის და განვითარების პასუხისმგებლობა.ამიტომ, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე თოთოეულ ახალგაზრდას მოგიწოდებთ სიფრთხილისაკენ, სიმშვიდის შენარჩუნებისაკენ, გონიერებისაკენ…

მოგეხსენებათ, უწმინდესი და უნეტარესი ილია II,აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით,ოფიციალურ განცხადებაში საზოგადოებას მიმართავს შეიქმნას კომისია, რომელიც დანაშაულებრივი ფაქტის გამოიძიების საკითხზე იზრუნებს.ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნი, გრძნობს რა საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, იჩენს ინიციატივას და ორგანიზებას უწევს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II მიერ ინიცირებულ წინადადებას კომისიის შექმნის თაობაზე.

ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ პირთან. დამატებით ინფორმაციას მოგაწვიდით უახლოეს პერიოდში.

სიყვარული გვაერთიანებს!

ჩვენ ვართ იქ, სადაც ახალგაზრდები არიან.

21 სექტემბერი, 2012 წ.